სიახლე 

პროტესტი ფოთში – ფირმა “ტაჰალში” დასაქმებული პირები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ 27 12 21

პროტესტი ფოთში, ფირმა ,,ტაჰალში” დასაქმებული პირები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, 100 მდე დასაქმებულს ოქტომბრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღია. კომპანია კი მათი საკითხის გადაწყვეტას 31 დეკემბერს ჰპირდება, რაც დასაქმებულთათვის მიუღებელია. ,,ტაჰალის” თანამშრომლები ფოთის მერს საკითხში გარკვევას და მედიატორის როლის შესრულებას სთხოვენ.ფირმა ,,ტაჰალში “კი ინტერვიუზე უარს აცხადებენ, პირად საუბარში კი ამბობენ რომ საკითხის გარკვევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ცნობილია,რომ ,,ტაჰალი” ფოთში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟს ახორიციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფსიქიკური პრობლემები პანდემიის დროს გაიზარდა – “სტუდია ვაშინგტონი”

ტრესის, დეპრესიის და სხვა ფსიქიკური პრობლემების ზრდის ფონზე, ამერიკელი სპეციალისტები შობა-ახალი წლის გატარებას ახლობლებთან ერთად გვირჩევენ, უსაფრთხოების ზომების გათვალიწინებით. ❖ მანჰეტენზე, საკონფერენციო ცენტრის სახურავზე მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის მოსავალი წელიწადში 18 000 კილოს გადააჭარბებს.

იხილე მეტი
სიახლე 

სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა 27 12 21

ფოთში სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა და საახალწლო თემაზე შექნილი ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა.სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილის, გრიგოლ ღვანიას განცხადებით შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, ყველა პირობაა შექმნილი იმსთვის, რომ მოსწავლეებმა ხატვა საფუძვლიანად შეისწავლონ . აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის სამხატვრო სკოლაში 70 მდე მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ხატვის, მინანქრისა და ანიმაციების შექმნის ხელოვნებას ეუფლებიან.სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. რეაბილიტაციის პროექტი ფონდ “ქართუ”-მ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა.

იხილე მეტი
სიახლე 

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია – #ავიცრათ ერთმანეთისთვის გამართეს 24 12 21

24 დეკემბერს, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია – #ავიცრათ ერთმანეთისთვის გამართეს. კამპანიაში ჩართვის მოწოდება მათ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან მიიღეს. ვაქცინაციის პროცესის  გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, სტუდენტებმა გადაიღეს ფოტოები და ჩაწერეს ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვეეს სამოტივაციო მესიჯები.ზუგდიდის  უნივერსიტეტი რიგით მეცამეტე, საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტურ კამპანიას შეუერთდა. თავის მხრივ, სტუდენტებმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნოვერსიტეტის სტუდენტებს გაუგზავნეს გამოწვევა, კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთის ჩართვის მიზნით. ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო. აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია 25 დეკემბერს იგეგმება 23 12 21

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 7 იანვარს ფოთში საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები.ფოთში ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთების ცერემონია 25 დეკემბერს იგეგმება აქვვე გაიმართება მოსწავლე -ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებული სტუდია „ანა-ბანას“ და სამეჯლისო სტუდია „მზის გული”-ს კონცერტი. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ძეგლთა დაცვის სპორიტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ზურაბ ტიბუას განცხადებით: აღნიშნული თარიღი შესაძლოა უამინდობის გამო შეიცვალოს და დაგეგმილი ღონისძიება 26 დეკემბერს ჩატარდეს.

იხილე მეტი
სიახლე 

“ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათის მფლობელები “ფარმადეპოს” ქსელში ფასდაკლებით ისარგებლებენ 23 12 21

“ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათის მფლობელები “ფარმადეპოს” ქსელში ფასდაკლებით ისარგებლებენ “ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათის მფლობელებს და უფროსი თაობის მომხმარებლებს“ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა ყოველდღიურად ყველაზე დაბალ ფასად შეეძლებათ.  ფასდაკლების მიღება შესაძლებელი იქნება “ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათით გადახდის დროს. სპეციალური ფასით სარგებლობა ლიბერთის სოციალური ბარათის მქონე მილიონზე მეტ ადამიანს შეეძლება. 

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში 1 იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა 23 12 21

საქართველოს მთავრობამ 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა.აღნიშნული საჯარო დაწესებულებებს ეხება, ხოლო კერძო სექტორი გადაწყვეტილებას,დამოუკიდებლად მიიღებს.ცნობილია,რომ შეიცვალა სასკოლო არდადეგების პერიოდი. ფოთის საგანმანათებლო რესურსს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით: ზამთრის არდადეგები მოსწავლეთათვის 29 დეკემბერს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ რომ, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა, გადაწყვეტილება, შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის დადასტურებას უკავშირდებოდეს.

იხილე მეტი
სიახლე 

თუ სრულად აუცრელი ხართ, თქვენ გაქვთ შეშფოთების მიზეზი – ბაიდენი

ათასამდე სამხედროა მობილიზებული იმ საავადმყოფოების დასახმარებლად, სადაც სპეციალისტთა დეფიციტია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კოვიდ-19-თან ბრძოლის დამატებითი ზომები წარმოადგინა. ❖ 2021 წლის საგარეო პოლიტიკის მთავარი მოვლენები ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ წელს – გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”.

იხილე მეტი
სიახლე 

პუტინი შიშობს და დასავლეთთან დიალოგისთვის მზად არის – სტუდია ვაშინგტონი

პუტინი შიშობს, რომ მოსკოვზე სარაკეტო იერიშის დრო 5 წუთამდე შემცირდება და დასავლეთთან დიალოგზე საუბრობს; უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებენ, მკვლელი რობოტები ახალ საფრთხე კაცობრიობისთვის? – ამ და სხვა თემებზე გიყვებით გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი