სიახლე 

დღეს მარტვილში, საახალწლო ღონისძიება იმართება 06 01 22

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. დღეს საახალწლო ღონისძიება მარტვილში ტარდება. მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მარტვილში საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწო. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. დღის განმავლობაში იმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი. 18:00 საათიდან კი მარტვილელების წინაშე ჯგუფი გუფი ლენდი და ანსამბლი დიდიგორი წარდგებიან. საახალწლო ღონისძიება მარტვილში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება . ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

მსგავსი სტატიები