სიახლე 

ეკოსაგანმანათლებლო პროექტი კოლხეთის პარკში 28 09 18

ეკო-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნულ პარკს, იმერეთის რეგიონის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.ბავშვებმა პალიასტომის ტბაზე კატარღებით გაისეირნეს და აქ გავრცელებულ ბიო- მრავალფეროვნებას გაეცნენ. ეკო- საგანმანათლებლო ტური,დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

პროექტის პრეზენტაცია ფოთის მე-4 სკოლაში 27 09 18

სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში (-„მეცნიერება იწყება სკოლიდან“ ) ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში, პროექტის პრეზენტაცია – „შავი ზღვის ტემპერატურის ცვლილებების მონიტორინგი საქართველოს სანაპირო ზოლთან დედამიწის და სატელიტის დაკვირვრბის გამოყენებით“ პედაგოგ, მარინა მიმინოშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. პროექტში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სამეცნიერო კვლევის მიმართულებები _ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, პროფესორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დისტანციური ზონდირების და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის სპეციალისტმა, ელენე ნიკოლავამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სპეციალისტმა, სოფიო ბერიძემ გააცნო. მათ საქართველოს სანაპირო ზოლთან, შავი ზღვის ტემპერატურის ცვლილებების მონიტორინგზე ისაუბრეს და მოსწავლეებს აუხსნეს თუ როგორ დააკვირდნენ პროცესის მიმდინარეობას. მეოთხე სკოლის მოსწავლეები პროექტის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა 27 09 18

საკრებულოს მე-19 მოწვევის სხდომა, საკრებულოს წევრის თორნიკე ხარჩილავას უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხით დაიწყო, რომელმაც „დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული სიით, ოთარ ხარჩილავა ჩაანაცვლა. როგორც მან „ მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. სხდომაზე,სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლის ანგარიშმა ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. მათი განცხადებით სკოლებში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ბავშვებს სავარჯიშოდ ელემენტარული პირობები არა აქვთ.მათივე თქმით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების გატარება მოითხოვეს. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას განცხადებით , სასპორტო სკოლებში არსებული ვითარების გამოსასწორებლად, აუიცლებელია დამატებითი თანხების მოძიება. საკრებულოს 19-ე მოწვევის სდომაზე სულ 8 საკითხი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სოხუმის დაცემის დღეს აღნიშნეს 27 09 18

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და პოლიტიკური  პარტიების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს,ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოგვიანებით, საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეები საქართველოს გუნდური ჩემპიონატისთვის ემზადებიან 26 09 18

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანას“ მოსწავლეები სამეგრელოს ნაკრების შემადგენლობაში,სწრაფ ჭადრაკში, საქართველოს გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადებიან, რომელიც ქალაქ ბათუმში 29- 30 სექტემბერს გაიმართება. დღეს, მოჭადრაკეებმა საბოლოო შეკრება გამართეს და სპეციალურად მათთვის მოწყობილ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

“გახდი ბილიველი”-მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია 26 09 18

“გახდი ბილიველი“ ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ბილივი“ უკვე მეხუთე წელია ფოთელი მოსწავლე ახალგაზრდებისთვის ატარებს. ფონდის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვების, მოხუცებისა და ოჯახების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრება გაუმჯობესდეს.პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია ,,ბილივის” ერთგული მეგობარი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”. ფონდი “ბილივი” არის არაკომერციული, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლიდან დაფუძნდა დასავლეთ საქართველოში საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ფონდის მიზანია გაუმჯობესდეს სოციალურად დაუცველი ბავშვების, მოხუცებისა და ოჯახების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრება.

იხილე მეტი
სიახლე 

მალთაყვის განვითარების გეგმის საჯარო განხილვა ფოთში 26 09 18

ფოთის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, მალთაყვის რეკრეაციული სივრცის განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი შ.პ.ს „ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიამ წარმოადგინა. როგორც მან განაცხადა მალთაყვაში დაგეგმილია ტურისტული, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მისი თქმით, ძირითადი აქცენტი სასტუმროების და სპორტული ბაზების მშენებლობაზე გაკეთდება, რაც მალთაყვის სანაპირო ზოლის აქტიურ განვითარებას შეუწყობს ხელს. შპს „ურბანიკამ“ მალთაყვის რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით შეიმუშავა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 25 09 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე ამინდი დღეს ღამის საათებიდან გაუარესდება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი და 8-13 მ/წმ სიჩქარით იქროლებს. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექით.

იხილე მეტი
სიახლე 

საჭადრაკო ტურნირი ფოთში 25 09 18

საჭადრაკო კლუბ „ნანაში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამჯერად კლუბს 60 მოსწავლე დაემატა და შესაბამისად ოთხი ახალი ჯგუფი გაიხსნა. საჭადრაკო სკოლაში სულ 140- ზე მეტი ბავშვი დადის. კლუბის ხელძღვანელების განცხადებით, მსურველთა მიღება გრძელდება. ცნობისათვის,საჭადრაკო კლუბი „ნანა“ 1987 წლიდან ფუნქციონირებს. საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები,სამეგრელოს ნაკრების შემადგენლობაში,სწრაფ ჭადრაკში, საქართველოს გუნდურ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 29-30 სექტემბერს ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი სამბისტების წარმატება 25 09 18

ხაშურში,ჭიდაობა სამბოში საქართველოს პირველობა ჭაბუკებში, ფოთელი სპორტსმენების წარმატებით დასრულდა. ფოთელებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პირველი ადგილი 56კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ თურქიამ მოიპოვა. მეორე ადგილი 75 კგ წონით კატეგორიაში _ ბექა სანაიამ, ხოლო მესამე ადგილები, სხვადასხვა წონით კატეგორიაში დათო დგებიამ,ირაკლი შეყილაძემ, და ვიტალი ქუთათელაძემ დაიკავეს. ჩემპიონატში 300-ზე მეტი მოჭიდავე ასპარეზობდა. ელიზბარ თურქიამ ამ გამარჯვებით, მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც ოქტომბერის თვეში თბილისში გაიმართება.

იხილე მეტი