სიახლე 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმერეთში 12 09 18

იმერეთის რეგიონში – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარეობს. სოფლებში, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები – „მოიზიდე და გაანადგურე სადგურებია“ დამონტაჟებული, წამლობა ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს, რაც სეს-ის განმარტებით, ფერომონზე მოზიდულ მავნებელს სრულად ანადგურებს. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ ცივი შესხურების პარალელურად, იწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი გასტროლებიდან დაბრუნდა 11 09 18

ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის დასმა ბაჰრეინსა და პოლონეთში, საერთშორისო ფესტივალებში მონაწილეობა მიიღო. ბაჰრეინის ფესტივალზე ფოთის თეატრმა სპექტაკლი „ყვითელი დღეები“ წარადგინა. სპექტაკლი დიდი წარმატებით დასრულდა და ბაჰრეინის სამეფოს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორი გრანპრი მიიღო. ფესტივალი გუშინ 10 სექტემბერს დასრულდა. ფოთელმა მსახიობებმა, ფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება ვერ შესძლეს, რადგან პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე იყვნენ მიწვეულნი, სადაც სპექტაკლი „მკვდარი ქალაქი“ წარადგინეს. ჯილდოები ფოთში უახლოეს დღეებში გადმოიგზავნება. ფოთის თეატრი, ამ ჟამად მოლდავეთის გასტროლებისთვის ემზადება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩოხატაურში 11 09 18

აზიურფაროსანასთანბრძოლისმიზნით, ჩოხატაურისმუნიციპალიტეტში 62 ერთეულისპეციალიზებულიტექნიკაამობილიზებული. წამლობათერმულინისლისგამოყენებითმუნიციპალიტეტისყველასოფელშიმიმდინარეობს. პროცესშისურსათისეროვნულისააგენტოსადაფაროსანასთანბრძოლისსაკოორდინაციოშტაბისწევრებთანერთადაქტიურადარიანჩართულიადგილობრივითვითმმართველობისწარმომადგენლებიდამოსახლეობა, რომელსაცწამლობისდაწყებამდერეკომენდაციებიგააცნეს. ტერიტორიების ქიმიური საშუალებით დამუშავება მომდევნო დღეებში ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც დაიწყება. გარდა წამლობისა, მავნებლის რაოდენობის შესამცირებლად გურიაში 6 000-ზე მეტი ფერომონია განთავსებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის შენობის ექსპერტიზა დასრულდა 11 09 18

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ფოთის თეატრის შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა მოამზადა. თეატრის მმართველის თენგიზ ხუხიას განცხადებით  ამის შემდეგ მომზადდება სარემონტო სამუშაოების პროექტი. თეატრალები იმედოვნებენ რომ თეატრის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას ბუნებრივი მტერი 1 09 18

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს უკვე არსებულ მწერებზე დაკვირვება. ზურაბ ხიდაშელი განმარტავს, რომ ექსპერიმენტები მსგავსი შედეგის იმედს იძლევა. მეცნიერი აღნიშნული მწერის შესახებ საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაკვირვების რამდენიმე ეტაპია გასავლელი. იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ მწერი მართლაც შეიძლება განვიხილოთ აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად, ხიდაშელი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს რა ოდენობისაა იგი საქართველოში და შემდეგ ბიოფაბრიკებში მის ხელოვნურ გამრავლებაზე ვიზრუნოთ. მეცნიერი განმარტავს, რომ გასარკვევია პარაზიტის ზემოქმედება სხვა მწერებზეც.

იხილე მეტი
სიახლე 

პროექტი “აწარმოე საქართველოში” ახალი პირობებით განახლდა 20 08 18

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად პროექტი “აწარმოე საქართველოში” ახალი პირობებით განახლდა. პროექტის მთავარი პირობაა რეგიონში არსებული წარმოების გაფართოება ან ახალი ბიზნესის წამოწყებაა და რეგიონის განვითარება. პროექტში ჩართვა შეუძლია როგორც არსებულ ისე ახალ ფენეფიციარებს. მათთვის ვინც უკვე სარგებლოს აღნიშნული გრანტით თანადაფინანსება არანაკლებ 50%_ს შეადგენს, ხოლო ახალი ფენეფიციარებისთვის 20%-ს. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 20 000 ლარია. ბიზნესიდეების წარდგენა დაინტერესებულ პირებს 20 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში საიტზე www.enterprisegeorgia.gov.ge – ზე შეუძლიათ. იდეების გადარჩევის შემდეგი ეტაპი არის ბიზნესგმების კონკურსი. შერჩეულ ბენეფიციარებს ბიზნენის წარმატებულად განსახორციელებლდ პროექტის ფარგლებში სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. პროექტის “აწარმოე საქართველოში” მიმდინარე ეტაპის მთლიანი ბიუჯეტი 10…

იხილე მეტი
სიახლე 

ტარიელ ხარხელაური ფოთში 15 08 18

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ცნობილ ქართველ პოეტთან ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართა. საღამოს ფოთის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები დაესწრნენ. პოეტმა ყველასათვის საყვარელი ლექსები წაიკითხა და მისი პოეზიის მოყვარულთა შეკითხვებს უპასუხა.შეხვედრას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას სახელობის საჭადრაკო ტურნირი ფოთში 11 08 18

10-11 აგვისტოს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა ფოთის საჭადრაკო კლუბის ფუძემდებლის და ათეულობით წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მასში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების 51 და 2 უცხოელი მოჭადრაკე. ტექნიკური შედეგები: I – ნიკა ღვამბერია (ფოთი), II – გოჩა ჩაჩუა (ფოთი), III – გიორგი ბეჭვაია (ზუგდიდი). 12 წლის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო იყო თეიმურაზ კვიკვინია (ფოთი), II – კახაბერ კიზირია (ფოთი), III – გიორგი ჭანტურია (სენაკი). 8 წლის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ფოთელმა დემეტრე…

იხილე მეტი