სიახლე 

ფოთში რაგბის მწვრთნელთა სემინარები გაიმართა 28 06 18

საქარველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, ფოთში  მეორე დონის მწვრთნელთა  გადამზადების სემინარი ჩატარდა. აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა  ოთხმა  ფოთელმა მწვრთნელმა მიიღო. სემინარი 1 ივლისამდე   გაგრძელდება და ყველა მონაწილეს  შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

იხილე მეტი
სიახლე 

“ანა-ბანა”-ს და “მზის გულის” საანგარიშო კონცერტი ფოთში 28 06 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრში არსებულმა სტუდიებმა- “ანა-ბანამ“ და „მზის გულმა“ საანგაროშო კონცერტი გამართეს. მაყურებლის წინაშე მონაწილეებმა რამდენიმე სხვადასახვა ნომერი წარადგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. სტუდია „ ანა-ბანა“ და „მზის გული“ მსგავსი სახის კონცერტს წელიწადში ორჯერ მართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მოწვევის სხდომა 28 06 18

ფოთის საკრებულოს მე-14 მოწვევის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. დებატები საკრებულოსთვის საწვავის ხარჯის გაზრდამ გამოიწვია. ოპოზიციის განცხადებით, ქალაქში არსებული მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე, ხელისუფლება საკუთარ კომფორტზე არ უნდა ზრუნავდეს.მე-14 მოწვევის სხდომას , საკრებულოს 25 წევრიდან, 18 ესწრებოდა  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს სვლა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისკენ 28 06 18

27 ივნისს, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე პროექტში – ‘მილიონი სვლა, ფოთის საჭადრაკო კლუბი ონლაინ ჭადრაკში დაუპირისპირდა თბილისის საერთაშორისო აკადემიის მოსწავლეებს. მატჩში სულ  30-მდე ფოთელი მოჭადრაკე მონაწილეობდა. პაექრობა ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეთა გამარჯვებით დასრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

“ქველმოქმედი 2015”-ის ღონისძიება ფოთში 27 06 18

ფონდი „ქველმოქმედი-2015-ის” ორგანიზებით კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტაციული შენობის ეზოში, საქველმოქმედო საღამო ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება, რომელშიც მონაწილოება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა მიიღეს, ქალაქ ფოთში არსებული ორგანიზაცია კოალიცია „სოციალური რეფორმებისათის“ პროგრამის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის“ მხარდასაჭერად გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

,,მრეწველების” ლიდერები ფოთში 27 06 18

„მრეწველთა პარტიის“ ლიდრები დღეს ფოთში იმყოფებოდნენ. გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალძე სამეგრელოს საკრებულოებში თავიანთ წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ პარტიის სამომავლო გეგმა და ამოცანები გააცნეს. აღნიშნული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

„Kids Fashion Studio-ს” ქასთინგი ფოთში 27 06 18

სამოდელო სტუდიო „kids Fashion Studio -მ “ გუშინ, კულტურის სახლში პატარა მოდელებისთვის ქასთინგი ჩაატარა, რომელშიც 30-მდე ბავში მონაწილეობდა. შერჩეული გოგონები და ვაჟები მონაწილეობას მოდების ჩვენებაში მიიღებენ მონაწილეობას, მონაწილოებას, რომელიც ფოთში,10 ივლისს გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

კორპორატიულ ჩემპიონატში ფოთელ მოჭადრაკეთა წარმატება 26 06 18

ბრწყინვალედ იასპარეზა და მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა ფოთის გუნდმა “ქოქო მობილმა” საქართველოს პირველ კორპორატიულ ჩემპიონატში , რომელიც საქართველოს ჭადრაკის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით, 23-24 ივნისს სასტუმრო “იოტა”-ში გაიმართა. გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: თორნიკე სანიკიძე, გიორგი გამზარდია (ქოქო მობილის თანამშრომელი), ნიკა ღვამბერია, გოჩა ჩაჩუა, დათო კოდუა (კაპიტანი). ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ფოთელთა გუნდმა 7 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 1 ფრედ, ხოლო 1-ში კი დამარცხდა. ჩემპიონატში მონაწილეობდა 22 გუნდი. რომელთა რიგებში ითამაშა 30-მდე საერთაშორისო დიდოსტატმა და ოსტატმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კონცერტი ჩატარდა 26 06 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრში არსებულმა სტუდია „ენკი-ბენკიმ” და „მელოდიამ“ გუშინ, კულტურისა და დასვენების პარკში, სააანგარიშო შოუ-კონცერტი გამართა. მაყურებლის წინაშე პატარებმა რამდენიმე ნომერი წარადგინეს და დიდი მოწონებას დაიმსახურეს.  

იხილე მეტი
სიახლე 

“უსინათლოთა საზოგადოების წევრებს” საჩუქრად ხმოვანი წნევის აპარატები გადაეცათ 26 06 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, მამუკა პაპასკირმა დღეს „უსინათლოთა საზოგადოების“ წევრებს საჩუქრად ხმოვანი წნევის აპარატები გადასცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით, ქალაქში სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. 2018 წლის 6 თვის განმავლობაში, არსებული 13 სოციალური პროგრამის დასაფინანსებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 185 395, 55 ლარი იქნა გამოყოფილი.

იხილე მეტი