სიახლე 

როგორ დავიცვათ თხილის კულტურა აზიური ფაროსანასგან 15 06 18

თხილის კულტურის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კომბინირებული წამლობა – როგორც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ასევე მცენარის სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად. ამის შეახებ სეს-ის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა აბაშაში, ერთ-ერთი ფერმერის პლანტაციაში სტუმრობისას განაცხადა. ნიკა მესხის თქმით, შესაბამისი შეწამვლითი ღონისძიებებით, შესაძლებელია ,მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნება. თავის მხრივ, ფერმერებმაც აღნიშნეს, რომ სოფელში უწყების რეკომენდაციებს იცავენ და წამლობაც უკვე მეოთხედ განახორციელეს.აღსანიშნავია, რომ სეს-ის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით,   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 155   ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით – 4 000-მდე ჰექტარი. აზიური ფაროსანას…

იხილე მეტი
სიახლე 

გურიაში აზიური ფაროსანას წამლობის პირველი ეტაპი დასრულდა 15 06 18

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში გურიის რეგიონში შეწამვლით ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი აფასებს და განმარტავს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მავნეებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და წამლობაც სწორედ აქედან დაიწყო. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლმა ლანჩხუთიდან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. აქ წამლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე შეწამლულია 20 ათას ჰექტრამდე ფართობის – საკარმიდამო მიწები, ასევე მოიზიდე და მოკალის პრინციპით 8 ათასი ჰექტარი ფართობის ტყის პირები. ზაფხულის პერიოდში ტემპერატურის მატება აზიური ფაროსანას გავრცელებასთან პირდაპირ კავშირშია, სპეციალისტი მავნებლის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას პროგნოზირებს, ნინო შეწირულის თქმით, აზიური ფაროსანას აქტივობის…

იხილე მეტი
სიახლე 

სეს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა 15 06 18

აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა – დასავლეთ საქართველო, მავნებლის რაოდენობა კი, წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებული. ამის შესახებ აბაშაში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა განაცხადა. ზურაბ ჩეკურაშვილის შეფასებით, უწყებამ მავნებელთან ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. ჩეკურიშვილის განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან გამკლავება პროცესში  მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოხერხდა. სეს-ის უფროსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა და ფერმერებმა მომავალშიც კოორდინირებულად იმოქმედონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 7-კაცა რაგბიში ტურნირი გაიმართება 15 06 18

16 და 17 ივნისს 7 კაცა რაგბიში ტურნირი გაიმართება. აღნიშნული ტურნირი, რომელიც ფოთის რაგბის 20 წლის იუბილეს უკავშირდება, რამდენიმე ქალაქის რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. „კოლხი რაინდები“ გულშემატკივრებს პარკი არენაზე ეპატიჟება. ტურნირი ქალაქ ფოთის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმერეთში 15 06 18

აზიური ფაროსანას რაოდენობა, ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ქუთაისში, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წარმომადგენლებთან და იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ღონისძიებაზე იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და შემდგომი სამოქმედო გეგმა განიხილეს.შეხვედრაზე სოფლის რწმუნებულებმა აღნიშნეს, რომ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები  პირველ  ეტაპზე შედეგიანი აღმოჩნდა და  ღონისძიებების მეორე ეტაპზეც სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულად იმუშავებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს ესტონელი დელეგაცია სტუმრობდა 14 05 18

ფოთში სტუმრად ესტონეთის საპორტო ქალაქ მაარდუს დელეგაცია იმყოფება . სტუმრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მერიაში შეხვდენ, სადაც მათ ქალაქების ფოთისა და მაარდუს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე, გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრის შემდეგ, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მაარდუს მერმა ვლადიმირ არხიპოვმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს, შემდეგ კი მათ ჰიდროგრაფიის სამსახურში, ფოთის შუქურა დაათვალიერეს. ასევე უცხოელი სტუმრები კოლხეთის ეროვნულ პარკშიც იმყოფებოდნენ. დღის ბოლოს კი მათ საპატივსაცემოდ ფოლკლორის ცენტრში , კონცერტი გაიმართა. მაარდუს დელეგაციის ვიზიტი, საქართველო-ესტონეთის რესპუბლიკას შორის, კულტურულ-სამოქალაქო პროექტის „ყველას უყვარს საქართველო“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის დემოკრატიულ რესპუბლიკებად გამოცხადების…

იხილე მეტი
სიახლე 

პრემიერი გადადგა- ფოთელი მოსახლეობის შეფასება 14 06 18

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოსტი დატოვა. გიოორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა. საინტერესოა, როგორ აფასებს ფოთელი მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის გადადგომას.

იხილე მეტი
სიახლე 

მაშველებს სამედიცინო დახმარების ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ 14 06 18

ფოთში, საზღვაო სეზონისთვის შექმნილი სამაშველო სამსახური მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან დაიწყებს. დღეს კი მათ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელმა პირველადი დახმარების ინსტრუქტაჟი ჩაუტარა. დეტალები სიუჟეტში

იხილე მეტი
სიახლე 

„ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ ტრენინგი ხობში 13 06 18

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციის – „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებმა თემაზე – „ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ ტრენინგი ჩაატარეს. 2014 წლიდან, ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში პროექტს „გენდერი და არჩევნები რეგიონებში“ ახორციელებს. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. ტრენინგს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია,,ქალები სამართლიანობისათვის“ მსგავს ტრენიგებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

გორში ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის 7-კაცა რაგბი გაიმართა 13 06 18

გორში, 9 ივნისს, ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის 7-კაცა ჩემპიონატი რაგბიში გაიმართა. ჩემპიონატში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქების 12გუნდი იღებდა მონაწილეობას ფოთის „კოლხმა რაინდებმა “ წარმატებით იასპარეზეს და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.  ჩემპიონატის გამარჯვებული  კი თბილისის გუნდი „ლელო“გახდა. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული მორაგბეები თასებით, მედელებითა და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი