სიახლე 

ხობში ანიმაციური ფილმების ფესტივალი გაიმართა 21 06 18

ხობის კულტურის სახლში ანიმაციური ფილმების ფესტივალი – “ექო თოფუზი” გაიმართა.მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის წევრებმა პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად ანიმაციური ფილმის შექმნაზე იმუშავეს. პროექტის ფარგლებში შექმნილი ერთწუთიანი ფილმით ისინი მონაწილეობას ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალში მიიღებენ. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერიტ ეწყობა. საქართველოს რეგიონებში „ანიმაციის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ექო თოფუზი“. ფესტივალის ფარგლებში პროფესიონალი ანიმატორები ატარებენ უორქშოპებს, იმართება ქუჩის მსვლელობა – „ბარაბანშოუ“. გარდა ამისა, ტარდება წამახალისებელი ვიქტორინები თემაზე ქართული ანიმაციის ისტორია. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფესტივალის პრიზებით. ასევე, ეწყობა საუკეთესო უცხოური და ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება. ქართულ ფილმებს ავტორები თავად წარუდგენენ მაყურებელს.

მსგავსი სტატიები