სიახლე 

ოზურგეთში მოშიმშილეთა აქციას დარეჯან ცხვიტარია შეუერთდა 21 06 18

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოშიმშილეებთან გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთისა და სამტრედიის ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს. ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია კი მოშიმშილეებს შეუერთდა და მათთან ერთად შიმშილობა დაიწყო. უკვე მეოთხე დღეა, აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ქათამაძის ცემის ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

მსგავსი სტატიები