სიახლე 

შემაჯამებელი ღონისძიება ფოთის 1 საჯარო სკოლაში 08 06 18

პირველ საჯარო სკოლაში მშობლების და საზოგადოებისთვის სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების წარდგენა ორიგინალური ფორმით მოხდა. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა სკოლის ეზოში იმპროვიზებული გამოფენა მოაწყვეს. სადაც მათ მიერ წლის განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი შემაჯამებელი ღონისზიოება კონცერტით დასრულდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის შემოვლითი გზის პროექტის განხილვა 07 06 18

გუშინ საკრებულოს დარბაზში ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირიდან, მდინარე მალთაყვამდე, მონაკვეთის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის  განხილვა შედგა .ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა პროექტირების და მშენებლობის მიზნებისთვის ორ ლოტად დაიყო. პირველი ლოტი გრიგოლეთი-ქობულეთის ნაწილია, მეორე ლოტი კი რომელიც ფოთი-გრიგოლეთის ნაწილს წარმოადგენს თავის მხრივ სამ მონაკვეთად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი პატარა ფოთიდან მდინარე რიონის მთავარი კალაპოტის მარცხენა ნაპირზე ნიკორას ქარხნის მიმდებარე უბნამდეა, ახალი ხიდის მშენებლობის ჩათვლით. მეორე ეტაპი მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ახალი ხიდის მიმდებარე უბნიდან მდინარე მალთაყვამდე. მესამე ეტაპი კი მდინარე მალთაყვიდან მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირამდე. გუშინ საკრებულოს დარბაზში შეკრებილებს გზის მეორე…

იხილე მეტი
სიახლე 

გადაცემა ,,მწვანე ელჩები” 07 06 18

გადაცემა ,,მწვანე ელჩები“ სტუდიის სტუმრები: კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩები: ალექსანდრე გიორგაძე, გიორგი ხარბედია და შორენა ჯალაღანია. კოლხეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტს „კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩები“ ახორციელებს.პროექტში ფოთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. მათ პერიოდულად ქართველი და უცხოელი პროფესორები ეკო-სემინარებს უტარებენ. ნორჩმა ელჩებმა რამდენიმე ეკო-ტურიც განახორციელეს. პროექტი გასული წლის სექტემბერში დაიწყო და წლის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. პროექტი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში ეკო-ცნობიერების დონის ამაღლებას და მათ ჩართვას სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

იხილე მეტი
სიახლე 

საჭადრაკო ტურნირი ფოთის მე-2 საჯარო სკოლაში 07 06 18

ფოთის მე-2 საჯარო სკოლაში ჭადრაკში შიდა სასკოლო პირველობა გაიმართა. მასში სხვადასხვა ასაკის 40 მოსწავლე მონაწილეობდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 5 ტურად ჩატარდა. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.შედეგები ასე გადანაწილდა:უფროსი ასაკი: I – ნიკა წიწილაშვილი, II – რატი შავგულიძე, III – გიორგი სანიკიძე. უმცროსი ასაკი: I – ანა სანიკიძე, II – ლუკა წურწუმია, III – მიშიკო წულაია ღონისძიება მე-2 საჯარო სკოლის ორგანიზებითა და საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მხარდაჭერით გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

ხობელი მოჭიდავის წარმატება 07 06 18

წარმატებით დაასრულა ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სტამბულში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე.ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა საიდანაც სამი უმეღლესი სინჯისაა, ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები დავით ჩხარტიშვლმა (60 კგ) და ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვეს. ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ , რომელიც (55 კგ) გამოდიოდა , ფინალში მასპინძელი ერკემ ოზთურქი დაძაბულ ბრძოლაში 11-8 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 121 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმერეთში 07 06 18

აზიური ფაროსანას რაოდენობა, ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ქუთაისში, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წარმომადგენლებთან და იმერეთის რეგიონის სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ღონისძიებაზე იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და შემდგომი სამოქმედო გეგმა განიხილეს.შეხვედრაზე სოფლის რწმუნებულებმა აღნიშნეს, რომ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები პირველ ეტაპზე შედეგიანი აღმოჩნდა და ღონისძიებების მეორე ეტაპზეც სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულად იმუშავებენ. შაბლონური ტექსტი რადიოსთვის: მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-7 სკოლის ღონისძიება

ფოთის მე-7 საჯარო სკოლამ დღეს საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ჩაატარა ღონისძიება ,,ბავშობა ლამაზი ზღაპარია” მონაწილეობდნენ სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული სიმღერები და მაყურებლის წინაშე საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი ქართულ პოლონურ პროექტში 06 06 18

ქართულ პოლონური პროექტის ფარგლებსი ფოთის თეატრმა დედაქალაქში 2 დღიანი ტურნე გამართა, პირველ დღეს გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლ “მკვადრი ქალაქი”-თ წარსდდგნენ  ხოლო თუმანიშვილის თეატრის მაყურებელს სპექტაკლი “ჩარეცხილები” წარუდგინეს, ქართულ პოლონურ პროექტში ფოთის თეატრთან ერთად სხვადასხვა თეატრები ღებულობდნენ მონაწილეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

შემაჯამებელი კონცერტი ფოთის მუსიკალურ სასწავლებელში 06 06 18

დღეს არჩილ ხორავას სახელოვნებლო სასწავლებელში პედაგოგ საშა გუჯაბიძეს კლასისშემაჯამებელი კონცერტი გაიმრათა სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი “ბილივი”-ს საგანმანათლებლო კურსი 06 06 18

ფონდ ,,ბილივის’’ მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების 5 თვიანი სასწავლო კურსი ხორციელდება. საგანმანათლებლო კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის და ეხმარება მათ ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების პროცესში. სასწავლო კურსში ჩართულნი არიან მხოლოდ ის აბიტურიენტები, რომელთა საგამოცდო საგანი – სამოქალაქო განათლებაა. კურსის ფარგლებში, ყოველ კვირეულად აბიტურიენტისათვის მიმდინარეობს ლექცია-სემინარები საგამოცდო თემატიკასთან დაკავშირებით. ამასთან, აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა აიმაღლოს ცნობიერების დონე სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. კურსს მოხალისეობრივად წარმართავს პოლიტოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრანტი ბაქარ ერაგია. მოცემული სასწავლო კურსი, სწორედ ბაქარის მოხალისეობრივ ინიციატივას წარმოადგენს.

იხილე მეტი