ფოთელი ნიჩბოსნების წარმატება 12 06 18
ჩვენი თანაქალაქელები, აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები, ზაურ ჩერნიშოვი და ზურაბ კინტირაია სლოვენიაში გაემგზავრნენ , სადაც საერთაშორისო რეგატაში მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია რომ, 2018 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელშიც ევროპის 16 საუკეთესო ნაკრები გუნდი მონაწილეობდა ზაურ ჩერნიშოვმა და ზურაბ კინტირაიამ ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავით B ფინალში 6:46 წუთი ნაჩვენები დროით მე-5 ადგილი დაიკავეს, საერთო ჩათვლაში კი მე-11ადგილი,რაც დიდი მიღწევაა და ბოლო 25 წლის მანძილზე ქართველი სპორტსმენების საუკეთესო შედეგია ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე,
საერთაშორისო რეგატა სლოვენიაში 15 ივნისს იწყება.