სიახლე 

კვირაცხოვლობის დღისადმი მიძღვნილი წირვა ფოთში

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის სწორზე კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
სადღესასწაულო წირვა საკათედრო ტაძარში 12 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღასრულა.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთის კულტურის სახლში

„ფოთის დღეები_2018“ ის ფარგლებში, ა(ა)იპი სახელოვნებო ცენტრის დარბაზში ქალაქ ფოთის თვითმმართველობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მას ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამღვდელოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე, სახელწოდებით „ქალაქ ფოთის თვითმმართველობის ისტორია“ ანტიკური ეპოქიდან დღემდე, ფაზისისა და შემდგომ ფოთის განვითარების იტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე ისაუბრეს.
ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ფოთის 16 მოქალაქე საპატიო მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
სიმბოლურია, რომ ქალაქის დღეების აღნიშვნა, ფოთის საპორტო ქალაქად გამოცხადების 160 და თვითმმართველობის შემოღების 135 წლისთავს დაემთხვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტაძარში

დღეს ფოთი ქალაქის დღეს აღნიშნავს.
საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში საქართველოს ქალაქების სიმბოლიკისა და ჰერალდიკის გამოფენა გაიმართა
ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას მოწვევით ფოთს საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი , ქვეყნის თვითმმართველი ქალაქების მერები , ისრაელისა და პოლონეთის დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ,
სამრევლო დარბაზშივე, შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა კვინტეტი „ურმული“, რომელმაც ხალხური ინსტრუმენტების თანხლებით ეროვნული სიმღერები და საგალობლები შეასრულა.
კონცერტის დამთვრების შემდეგ სტუმრებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან გადაინაცვლეს სადაც ფოთის საპატიო მოქალაქეები უნდა დაასახელონ.

იხილე მეტი
სიახლე 

სამეგრელოს ასაკობრივი ჩემპიონატი დაიწყო

13 აპრილს, სამეგრელო ზემო სვანეთის ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო სადაც 5 ასაკობრივი გუნდი: U10, U11, U12, U13 და U14-ია წარმოდგენილი. ჩემპიონატში გუნდები პირველ ეტაპს ივნისის თვეში დაასრულებენ , მეორე ეტაპი განახლდება სექტემბერში და იგი დეკემბრის თვემდე გაგარძელდება.
სამწუხაროდ ფოთელთა 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდი პირველ მატჩში მარტვილელ თანატოლებთან ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დედაენის კვირეული დაიწყო

ფოთში დედა ენის კვირეული ახალგაზრდა მწერლებთან შეხვედრით დაიწყო..ქალაქ ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ახალგაზრდა მწერლები და პოეტები: ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა და ნინო სადღობელაშვილი მოსწავლე -ახალგაზრდობასა და ქალაქის საზოგადოებას შეხვდნენ. საუბარი ქართულის ენისა და მწერლობის განვითარების ისტორიასა და დღევანდელობის საკითხებს შეეხო. შეხვედრის დასასრულს გამომცემლობა ,,ინტელექტის“ და ,,არტანუჯის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ბიბლიოთეკის ფოიეში ქართული ენის თემატიკისადმი მიძღვნილი, აკაკი ჩხაიძის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეთა ნახატები გამოიფინა.

იხილე მეტი
სიახლე 

დედაენის დღესთან ფაკავშირებით ფოთში აღლუმი გაიმართა

13 აპრილს, ფოთში დედაენის დღესთან დაკავშირებით მეხუთე სკოლის ორგანიზებით აღლუმი გაიმართა. ღონისძიებაში დაახლოებით 150 დაწყებითი კლასების აღსაზრდელი იღებდა მონაწილეობას. აღმაშენებლის ქუჩა პატრიოტული ლოზუნგების შეძახილებით გაიარეს და შემდეგ კი ცენტრალურ პარკში ფლეშმობი გამართეს. ხვალ,14 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით დედაენის დღე აღინიშნება.

იხილე მეტი
სიახლე 

მკვლელობა ფოთში

ფოთში, ბათუმის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ახალგაზრდა მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა. სამართალდაცმცველებმა ის უკვე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

“არა ოკუპაციას“ ფოთის წმ.ნიკოლოზის სკოლის მოსწავლეების აქცია

12 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წმინდა ნიკოლოზის სკოლის მოსწავლეებმა სახელოვნებო ცენტრში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს,რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე აჟღერდა ქართული პატრიოტული სიმღერები, შესრულდა უკვდავი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები, წაკითხულ იქნა ეროვნულ მოტივზე შექმნილი ლექსები/
სპეციალურად მოწვეულმა 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულმა უსინათლო მომღერალმა ქალბატონმა ლელა ვეფხვაძემ სიმღერა შეასრულა, რომელიც 9 აპრილის ჰიმნად იქცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ძალოსნების წარმატება

ფოთში ძალოსნობის სექცია ახლახან გაიხსნა და პოპულარობა მალევე მოიპოვა ახალგაზრდებში. სპორტის ამ სახეობით დაკავებული ფოთელები უკვე წარმატებებსაც აღწევენ. 4 აპრილს ქუთაისში გამართულ საქართველოს პირველობაზე ძალოსნობაში, 15 წლამდელ ძალოსანთა შორის, 6 ფოთელი მონაწილეობდა და ორმა მათგანმა საპრიზო ადგილები მოიპოვა. ნიკა წიტაიშვილი 46 კგ წონითი კატეგორიაშ III ადგილს დაეუფლა , გიორგი ნოდიამ კი ვერხლის მედალი 50 კგ წონითი კატეგორიაში მოიპოვა.

იხილე მეტი