პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ფოთში კონკურსი ჩატარდა
დღეს ფოთის 2-ე საჯარო სკოლაში პროექტი სახელწოდებით „საზოგადოერბივი პროკურატურა“ ჩატარდა სადაც სხვა და სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ საგოადოებაში არსებული ძალადობრივი პრობლემების შესახებ თემები წარადგინეს როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ბავშვის აღზრდის პრობლემა და ასე შემდეგ. პროექტის მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია. პროექტის ორგანიზატორების განცხადებით აღნიშნული პროექტი საქართველოს სხვა და სხვა ქალაქებშიც განხორციელდება.
შეხვედრის ბოლოს ფილოსოფოსმა ლირა კეკელიძემ მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა თემაზე „აგრესია და ძალადობა ფილოსოფიურ კონტექსტში“