სიახლე 

საბჭოთა ოკუპაციის კვირეული

XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს. ყოველი წლის თებერვალში ცხადდება ოკუპაციის კვირეული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა თემატური კონკურსები იმართება, დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საბჭოთა ოკუპაციის კვირეული\”-ს პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლექცია-სემინარი, რომელიც ეძღვნებოდა იუნკერთა ხსოვნას საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, უკრაინის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას მოლდოვის დაპირისპირების გმირების ხსოვნას. კვირეულის მიზანია მოსწავლეებმა სრული იფორმაცია მიიღონ რუსულ აგრესიაზე და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც ოკუპაცია ჰქვია.საბჭოთა ოკუპაციის კვირეული საქართველოს მაშტაბით 21 თებერვალს იწყება და 25 თებერვალს დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საზღვაო ნავსადგურს კიდევ ერთი ბუქსირი დაემატა

„PORTGARTH“ მეორე ASD ბუქსირია, რომელიც ფოთის ნავსადგურის მცურავ საშუალებებს დაემატა. ASD ბუქსირები განკუთვნილია გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების დროს ოპერირებისთვის. მათი მუშაობის შედეგად „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მიზნად ისახავს მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებას.

2018 წლიდან ფოთის საზღვაო ნავსადგურში საბუქსირე მომსახურებას ახორციელებს მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის ,,მაერსკის“ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განყოფილების წევრი Svitzer-ი, რომელიც სპეციალიზებულია საბუქსირე მომსახურების უზრუნველყოფით და ცნობილია თავისი პროფესიული, ეფექტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო ოპერაციებით.

,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიზანია ფოთში კომერციული საქმიანობის გაუმჯობესებით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და მეტი გადამზიდი ხაზის მოზიდვა, რომლებიც ისარგებლებენ ჩვენი მომსახურებით და შეძლებენ თავიანთი ადგილობრივი და რეგიონალური შესაძლებლობების გაზრდას. 2017 წლის ნოემბერში ფოთის ნავსადგურის მცურავ ერთეულებს ბუქსირი “SIMSON“ დაემატა, დღეს კი ჩამოვიდა მეორე ASD ბუქსირი „PORTGARTH“ – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“-ს გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ჰოლმ ლოურსენმა. ეს გახლავთ ნავსადგურის უწყვეტი მუშაობის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქმედება.

ამჟამად, ფოთის ნავსადგურში ,,სვიცერის“ გუნდის მიერ მიმდინარეობს სანავსადგურე ფლოტის ბუქსირების ეკიპაჟის წევრების თანმიმდევრული გადამზადება, რაც უზრუნველყოფს ფლოტის ეკიპაჟის პროფესიულ განვითარებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ახალი საბუქსირე მომსახურება ნავსადგურის საიმედოობისა და მომხმარებელთათვის ბიზნეს-შესაძლებლობების გაუმჯობესების ერთ-ერთი მაგალითია. Svitzer-ის ჩართულობა ნავსადგურის ოპერაციებში არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ფოთის საზღვაო ნავსადგურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რაც განაპირობებს როგორც ქვეყნის, ისე მთლიანად რეგიონის მდგრად განვითარებას.

იხილე მეტი
სიახლე 

სტრატეგიული სწავლების ცენტრი „მენტორი“ ქალაქ ფოთში

სტრატეგიული სწავლების ცენტრი ,,მენტორი“ ქალაქ ფოთს ამჯერად მეხსიერების აკადემიასთან ერთდ ეწვია, ტრენინგი ჩატარდა თემაზე ,,გაიუმჯობესეთ მეხსიერება“. სწავლება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის ჩატარდა,– მონაწილეები ტრენინგის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩრთულნი, ორგანიზატორების ინიციატივით სოციალურად დაუცველებს საშავალება მიეცათ უფასოდ გაიარონ სწავლების სრული კურსი და ამისათვის ორ ფოთელ მოქალაქეს ტრენინგში მონაწილეობის ერთ წლიანი ვაუჩერი გადაეცა.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიქატები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო სკოლაში ბლიც ტურნირი გაიმართა

ფოთის საჭადრაკო სკოლაში ბლიც ტურნირი გაიმართა, რომელშიც 20 -მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. დაძაბულ ბრძოლაში წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა გიორგი გამზარდიამ, მეორე ადგილზე დავით კოდუა გავიდა, ხოლო მესამეზე-კახაბერ კიზირია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ხელბურთელი გოგონები დოჰაში მიემგზავრებიან

ქალაქ ფოთის მეორე საჯარო სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდი „კოლხები“ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე მიემგზავრება, რომელიც კატარის დედაქალაქში დოჰაში გაიმართება.
გუშინ გუნდის წევრებსა და მწვრთნელს დარეჯან გეფერიძეს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია შეხვდნენ.
შეხვედრას საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი გოჩა გეგენავა და მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მზია ბახტაძე და ფოთის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს დილით კი მე-2 საჯარო სკოლის ხელბურთელები საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრნენ , შემდეგ კი ისინი გულშემატკივრებმა ტაძრის ეზოდან გააცილეს.
ფოთის მეორე საჯარო სკოლის გუნდი „კოლხები“ საქართველოს ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზური, მათ, ქვეყანაში პირველებმა მოიპოვეს.
დოჰაში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი 21 თებერვალს დაიწყება და 1 მარტს დასრულდება. მასში 60 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
ფოთის მეორე საჯარო სკოლის გუნდს საფრანგეთის, დანიისა და ხორვატიის გუნდებთან მოუწევს შერკინება.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობში მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა

ხობში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ხუთი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში 5 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ხობის ,,ჭყონდიდელი“ ხეთის გუნდს დაუპირისპირდა , ანგარიშით 7:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გხდა. მესამე ადგილი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა დაიკავა.

იხილე მეტი
სიახლე 

შეხვედრა ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

დღეს ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა კულტურის სტრატეგიების განხორციელების 2018 წლის სამოქმედო გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრადეგიული დაგეგმვის და მონიტორინგის სამართველოს უფროსი სპეციალისტი ელინა გედენიძე და რეგიონალური პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ნინო ახალია უძღვებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო აქცია მე-5 საჯარო სკოლაში

ფოთის მე-5 საჯარო სკოლაშო დაწყებითი მასწავლებლების ინიციტივითა და მშობლების თანადგომით საქველმოქმედო აქცია გაიმართა სადაც შეჭირვებულო ოჯახებისათვის ტანსაცმელი საკვები პროდუქტები და სათამაშოები შეგროვდა მასწავლებლების თქმით საქველმოქმედო აქცია შემდგომშიც გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მე-6 მოწვევის სხდომა

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მე-6 რიგგარეშე მოწვევის სხდომა გაიმართა სადაც დღის წესრიგის 3 საკითხი იყო წარდგენილი.საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში X ფაქტორის შესარჩევი ტური გაიმართა

X ფაქტორის შესარჩევი კონკურსი დასავლეთ საქართველოში დასასრულს უახლოვდება.14 თებერვალს ფოთში შესარჩევი ტური გაიმართა, მასში მონაწილეობა 20-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო. შემდეგი ტურები სენაკში და ზუგდიდში გაიმართება

იხილე მეტი