ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური პრეპარატი დარეგისტრირდა

 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“ დაარეგისტრირა. პრეპარატს დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის კულტურაზე გამოცდიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ ბიოლოგიური პრეპარატი ქიმიურთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია და ის ძირითადად ბიოლოგიურ მეურნეობებში, ან მცირე რაოდენობის მავნებელთან გამოიყენება. 

მავნებლის პოპულაციის მკვეთრად შემცირებისმიზნით შეწამვლა ბაღლინჯოს გამრავლების საწყის ეტაპზე, ნიმფის ფაზაში ყოფნის დროს უნდა განხორციელდეს. საქართვლოს კლიმატის გათვალისწინებით ეს აპრილი-მაისის პერიოდია.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ რამდენიმე სახეობის ქართული ბუნებრივი პრეპარატია შექმნილი, თუმცა ამ დროისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ერთს აქვს გავლილი. ადგილობრივთან ერთად ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომიათურქული წარმოების რეგისტრირებული ბიოპრეპარატიც.

პროცედურის თანახმად, რეგისტრაციისთვის საჭიროა საველე გამოცდები და ექსპერტიზის დადებითი პასუხი.

საქართველოში აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ძირითადად ქიმიური და მექანიკური საშულებებიგამოიყენება.

მსგავსი სტატიები