სიახლე 

საკადრო ცვლილებები ფოთის მერიაში

ფოთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა და საკადრო ცვლილებები განხორციელდა . მერიის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ნიკოლოზ გრიგოლია დაინიშნა რომელიც ადრე მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის უფროსად ყოფილი ვიცე-მერი ლევან ჩოჩია დაინიშნა . მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობა ნანა ჭანტურიამ დაიკავა, ყოფილმა უფროსმა ვასილ თოდუამ მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა. ასევე შეიცვალნენ მერის წარმომადგენლები ნაბადის, კუნძულის და ცენტრის უბნებში. ნაბადაში-ზურაბ ბერაია, კუნძულის უბანში- სანდრო ქუშაშვილი, ხოლო ცენტრის უბანში- ზაზა ღადუა. აღნიშნულ უბნებში მერის ყოფილი წარმომადგენლები კი მოადგილეებად გააგრძელებენ მუშაობას.

მსგავსი სტატიები