სიახლე 

ფოთში საახალწლო კონცერტში “ბაბილინა“ მონაწილეობდა

ფოთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების ბავშვები, ასევე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები იყვნენ მოწვეულები. კონცერტი პატარების საყვარელ ტელეწამყვანს „ბაბილინას“ ლევან მაშავასთან ერთად მიჰყავდა.მაყურებლის წინაშე სხვადსხვა მუსიკალური ნომრით სტუდიების: „ანა-ბანას“, „ენკი-ბენკის“, „გვირილების“ და „მზის გულის“ აღსაზრდელები გამოვიდნენ.
საახალწლო ღონისძიება ფოთის მერიის ინიციატივით გაიმართა.მოწვეულ პატარებს კონცერტის ბოლოს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 29 დეკემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე 31 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბის საიუბილეო ღონისძიება

ფოთის ფოლკლორის ცენტრში ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, ღონისძიებაზე 2017 წლის საუკეთესო მოჭადრაკეები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინეს. წლის საუკეთესო მოჭადრაკედ, ბოლო წლების მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი – დიანა ლომაია დასახელდა

იხილე მეტი
სიახლე 

“ენკი-ბენკის“ საახალწლო კონცერტი ფოთში

ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში სტუდია „ენკი-ბენკის“ საახალწლო კონცერტი გაიმართა. სცენაზე გამომსვლელებმა მრავალფეროვანი ნომრებით დატვირთული შოუ პროგრამა წარმოადგინეს.“ენკი-ბენკი“ ტრადიციულად ყოველ წელს ახალისებს პატარებს,მსგავსი სახის ღონისძიებებით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ მწერალს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა

საქართველოს მწერალთა კავშირის, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ორგანიიზაციის, ფოთის განყოფილების თავმჯდომარეს, აკაკი წერეთელის სახელობის პრემიის ლაურეატს, მწერალ ჭაბუკი ქოიავას, კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა.დაჯილდოების ცერემონიალი ჭაბუკი ქოიავას ახალი წიგნის „კუნძული სოხუმი“-ს პრეზენტაციაზე შედგა.აღნიშნულ ღონისძიებას კულტურის სფეროში მოღვაწე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ ახალი წიგნის ირგლივ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს,რო ეს წიგნი ახალგაზრდებისთვის,აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში ერთგვარი მეგზური იქნება. საკმაოდ ემოციურად დატვირთული საღამო შედგა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

ფოთის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ნიკო კუცია დასახელდა. მან ეს წოდება მეათედ მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალი ფოთის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. 2017 წლის განმავლობაში სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებისთვის 10 საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი დაჯილდოვდა, რომელთაც სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ,,მოყვარულთა თასი 2017’’-ის გათამაშებაში მიღწეული გამარჯვებისთვის , სამოყვარულო ფეხბურთის გუნდი ,,ჭაბონამა’’ დაჯილდოვდა. ჭიდაობაში საუკეთესო მწვრთნელად, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ზურაბ ტუღუში დასახელდა. ქალაქის ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის,ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვეტერანი , იუბილარი სპორტსმენები და დამსახურებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მუსიკალურად ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა გააფორმეს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა. 28 დეკემბერი, 2017

ფოთის საკრებულოში ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხს ხმაური მოჰყვა. საუბარია 9 აპრილის ხეივანზე მდებარე ათიაათას რვაას შვიდი 10807. 00 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ეკონომიკის სამინისტროსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე. ოპოზიციამ კატეგორიულად მოითხოვა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან განმარტების გაკეთება, თუ რა მიზნით გადაეცემა კონკრეტული ადგილი სახელმწიფოს.
საკრებულოს თავჯდომარის განცხადებით ის დარწმუნებულია, რომ ეკონმიკის სამინისტრო ქალაქის და სახელმწიფოს ინტერესებს თანაბრად დაიცავს, ხოლო კონკრეტულად რა უნდა აშენდეს გასხვისებულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით უცნობია.
საბოლოოდ სხდომაზე საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი პროტესტრის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

იხილე მეტი