სიახლე 

ფოთში საახალწლო ფესტივალი ჭადრაკში

ფოთის საჭადრაკო კლუბში საახალწლო ფესტივალი ჭადრაკში ტარდება. ფესტივალის სხვადასხვა ტურნირებში 100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირები შვეიცარიული სისტემით 7 ტურად იმართება და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი მორიგი თეატრალური პრემიის მფლობელია

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი მორიგი თეატრალური პრემიის _ „დურუჯი 2017“ -ის მფლობელი გახდა. კულტურის სამინისტროში გაიმართულ რიგით IX თეატრალურ პრემია – „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონიალზე, ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფი, ფოთის თეატრის სცენოგრაფი თამარ ოხიკიანი დასახელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ამხანაგური მატჩი ჭადრაკში გაიმართა

ფოთის საჭადრაკო კლუბ \”ნანა\”-ს და ქუთაისის საჭადრაკო სკოლა \”მაია\”-ს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ფოთელი და ქუთაისელი მოჭადრაკეები ერთმნეთს 17 დაფაზე დაუპირისპირდნენ. ტურნირში 34-მა მოჭადეაკემ მიიღო მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

2018 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ფოთში

ფოთში 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. , ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 739 ათასი ლარით განისაზღვრა. რაც 2017 წლის ბიუჯეტისგან 89 ათასი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური სფერო მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელები სუფთა ჰაერს ითხოვენ

ფოთში ქაფშიის სეზონის პერიოდში უკვე რამდენიმე წელია ადგილობრივებს უსიამოვნო სუნი აწუხებთ,რომელიც თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან მთელ ქალაქში ვრცელდება. მოსახლეობის მხრიდან არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, ეს პრობლემა მუდმივად დღის წესრიგში დგას და ყოველწლიურად ნოემბის ბოლოდან აპრილამდე გრძელდება. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და დროული რეაგირებისენ მოუწოდებენ

იხილე მეტი
სიახლე 

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა ფოთში

მსახიობი ფატიმა აბრახამია საკუთარი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვისთვის ემზადება,რომელიც ფოთის თეატრის ფოიეში გაიმართება.მომხმარებელს ხვალიდან საშუალება ექნება სასურველი კომპოზიცია შეიძინოს ან შეუკვეთოს. როგორც მსახიობი ამბობს ამ ხელოვნებით ბავშობიდან არის გატაცებული. ის თვითნასწავლი მეთოჯინეა. პირველი სერიოზული გამოფენა 2001 წელს თურქეთში ,იუნესკოს სართაშორისო ფესტივალზე შედგა,სადაც ფატიმას ხელნაკეთი თოჯინებით ესპანელი კოლექციონერი დაინტერესდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა

სახელოვნებო ცენტრთან არსებულ საგამოფენო დარბაზში ფოთელ მხატვართა ნამუშევრების ტრადიციული გამოფენა გაიხსნა, სადაც სხვდახვა თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციებია წარმოდგენილი. გამოფენას ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეები: მამუკა პაპასკირი, ირაკლი თოფურია და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესტუმრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-2 საჯარო სკოლაში შაშის ტურნირი გაიმართა

მე-2 საჯარო სკოლაში პირველობა 64 უჯრიან შაშში გაიმართა,რომელშიც 64-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. უმცროს ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი გაბრიელ გოცირიძემ დაიკავა, მეორე ადგილი _ ნიკა ბაქრაძემ, მესამე ადგილი _ ლუკა მიმინოშვილმა. რაც შეეხება უფროს ასაკობრივ ჯგუფს აქ პირველი საპრიზო ადგლი ლუკა შენგელიამ მოიპოვა,მეორე ადგილი _ ანა ჩიქობავამ , ხოლო მეასამე ადგილი _ ლაშა ჯაბელიამ.

იხილე მეტი
სიახლე 

საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მფლობელი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, 2017 წლის შედეგების მიხედვით (7 -14 წ.წ.) გამოავლინა საქართველოს წლის საუკეთესო მწვრთნელები. 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მფლობელი გახდა ფოთის საჭადრაკო კლუბის მწვრთნელი – დათო კოდუა (ფიდეს მწვრთნელი, საქართველოს A კატეგორიის მწვრთნელი).

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ნორჩი ანიმატორების შემოქმედება

სახელოვნებო ცენტრთან არსებულ, ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლაში 2015 წლიდან ანიმაციის ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელშიც 15 ბავშვია გაწევრიანებული. ნორჩ ანიმატორებს ნახატი ფიგურების „გაცოცხლების“ ტექნიკას, ანიმაციის ფონდის წარმომადგენლები ასწავლიან.მათი განცხადებით ფონდის მიზანია საქართველოს რეგიონებში ანიმაციური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა.

იხილე მეტი