სიახლე 

ქართული თევზ-პროდუქტების ექსპორტი ევროპის ბაზარზე

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, გადაცემა მოამზადა .სატელევიზიო პროგრამის გადაღება შესაძლებელი გახდა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.გადაცემის მთავარი თემაა ქართული თევზ-პროდუქტების ექსპორტი ევროპის ბაზარზე.მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს თუ რამდენად არის მზად ქართული მხარე დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნები და წამოყენებული მაღალი სტანდარტები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი ჟურნალისტებს შეხვდა

ფოთის ახლადარჩეული მერი გოჩა კურდრელია ჟურნალისტებს შეხვდა, მან მასმედიის წარმომადგენლებს ქალაქის განვითარების სმომავლო გეგმა გააცნო. ჟურნალისტებს მნიშვნელოვან პროცესებში აქტიური ჩართვა და კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზა.

იხილე მეტი
სიახლე 

ბათუმში ფოთელი მხატვრების გამოფენა გაიმართება

ბათუმში დეკემბრის დასაწყისში . ფოთელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტის სახელონებო ცენტრში არსებული, საგამოფენო დარბაზში მზადება მიმდინარეობს.დარბაზის მენეჯერის გოგი გაგუას განაცხადებით, ამ ინიციატივას ჯერ-ჯერობით 7 ფოთელი მხატვრი გამოეხმაურა და მათი რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.გამოფენა ათი დღის მანძილზე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გამწვანების აქცია გაიმართა

ფოთში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგარზდა რეფორმატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით,გამწვანების აქცია გაიმართა, რომელშიც ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ,მუნიციპალიტეტის,კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.აქციის ფარგლებში ნიკოლაძის სანაპირო ზოლზე ჭანჭყატის , აბელიას და კვიპარისის ნერგები დაირგო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეების ბრწყინვალე გამარჯვება

ჭადრაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, დავით ჩირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური პირველობა, ფოთელი მოჭადრაკეების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. შეჯიბრება ქუთაისში მიმდინარეობდა, 8 წლის მოჭადრაკეთა ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა \”ნანა\”-მ შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე გარუჩავა, გიორგი კვარაცხელია, ლუკა წურწუმია და ლიზი სარიშვილი. 10 წლამდელთა ტურნირში მეორე ადგილიც ასევე გუნდმა \”ნანა\”-მ დაიკავა: კახაბერ კიზირია, ალექსანდრე გარუჩავა, გიორგი კვარაცხელია და ანა სანიკიძე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოში მეექვსე მოწვევის სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება

ფოთის საკრებულოში მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება, ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს # 70 საოლქო საარჩევნო კომისიაში გააკეთეს .
საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს მარიკა გაწერელიას განცხადებით ,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში იწვევს.საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მას ფოთის საკრებულოს უხუცესი წევრი აკაკი დრჯანია გაუძღვება.

იხილე მეტი
სიახლე 

მონადირეები ბრაკონიერობის გამოსავლენად პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვენ

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის წევრები დღეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ოფისში შეიკრიბნენ და მათთვის მნიშვნელოვან დ პრობლემურ საკითხზე სამსახურის უფროსთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრას, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა, სამეგრელოს რეგიონის მოყვარული მეთევზეები ესწრებოდნენ. მეთევზეების მიერ დასმული ძირითადი საკითხებია თევზის ნაირსახეობის პოპულაციის შემცირება, რასაც მათი თქმით ბრაკონიერობა იწვევს, როგორიცაა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურება. ისინი ზედამხედველობის სამსახურისგან უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარებასა და ბრაკონიერობის აღკვეთისთვის პრევენციული ზომების გატარებას ითხოვენ. მეთევზეების შეკითხვებს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა უპასუხეს, უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამსახური ბრაკონიერობის გამოსავლენად ყველაფერს აკეთებს, თუმცა მთლიანდ პრობლემის აღსაკვეთად ადამიანური რესურსი საკმარისი არ არის.გარდა ამისა, უწყებამ, ბოლო 2 თვეში გატარებული ღონისძიებების ნუსხა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც გამოვლენილია 4 სისხლის სამართლის, ადინისტრაციული სამართალდარღვევისა და სხვა შემთხვევები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე, რაც სხვადასხვა მიმართულებას გულისხმობს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ნავსადგურში ჟურნალისტებისთვის მედია ტური გაიმართა

ფოთის ნავსადგურში ჟურნალისტებისთვის მედია ტური გაიმართა,სადაც ჟურნალისტებს სანავსადგურე ფლოტისა და საზღვაო-საბუქსირე ოპერაციებთან დაკავშირებით არსებული სიახლეები გააცნეს. როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ნავსადგურმა,მომხმარებლებისთვის მომსახურების დონის ამაღ;ლების მიზნით , ორი ბუქსირი შეიძინა, რომელიც მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების დროს, გემების ნავმისადგომამდე უსაფრთხო მიყვანას უზრუნველყოფს.

იხილე მეტი
სიახლე 

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ფოთიდან გადაბრძანება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები და ხატი, კვირას წირვის დასრულების შემდეგ , ფოთისა და ხობის ეპარქიიდან, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში გადააბრძანეს.
ფოთის საკატედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 8 ნოემბერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიიდან ჩამოაბრძანეს. ამ ხნის მანძილზე ტაძარში ყოველდღიურად საღვთო მსახურება მიმდინარეობდა და მრევლს საშუალება ქონდა წმინდა ნაწილები მოელოცა.

იხილე მეტი
სიახლე 

რეკომენდირებულია თუ არა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ავიაციის გამოყენება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლაში ავიაციის გამოყენება გარკვეულ რისკენს შეიცავს, -ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სამმართველოში განაცხადეს.
მიხეილ ცქვიტარიძე ამბობს, რომ ჰაერიდან შეწამვლა რეკომენდირებული არ არის, რადგან ამ დროს საფრთხე ექმნება ფუტკარს.
გარდა ფუტკარისა, არსებობს სხვა რისკებიც, მათ შორის მჭიდრო დასახლებული პუნქტები.
ცოტა ხნის წინ თემაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმაც გააკეთა კომენტარი.

იხილე მეტი