სიახლე 

როგორ უნდა შეიწამლოს მიტოვებული შენობები

მიტოვებული შენობების შეწამვლააზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ
მომავალ წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობისას, აუცილებლად დადგება, მიტოვებული კარ-მიდამოებისა და შენობების პრობლემა, ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას მობილური ჯგუფი და შესაბამისი თანხებიც გამოინახოს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტმა ტელეკომპანია ,,რიონის“ ეთერში განაცხადა.
ბადრი ბახტაძე ამბობს, რომ გამგეობისგან ინიციატივაზე თანხმობას ელოდება. სპეციალისტი მოსახლეობისთვისაქვე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საცხოვრებელ სახლებსა და ცხოველის სადგომებში შეწამვლა აკრძალულია.
ტელეკომპანია ,,რიონის“ ეთერში დისკუსია მედიაკამპანიის ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. დისკუსია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე გადაცემა არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ ფოთში გამწვანების აქცია მოეწყობა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგარზდა რეფორმატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით, ხვალ ფოთში, ნიკოლაძის სანაპირო ზოლზე, გამწვანების აქცია მოეწყობა.
აქციის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპაროსები და მარდმწვანე ბუჩქები: ევანიუსი და აბელია დაირგვება.
ასევე, საფუძველი ჩაეყრება ფოთელი სტუდენტების ხეივანს. ორგანოზატორები მოქალექეებს აღნიშნულ აქციაში ჩართვისაკენ მოუწოდებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 80 წლის მარტოხელა ქალი დხმარებას ითხოვს

80 წლის სოციალურად დაუცველი ლიანა ჩხარტიშვილი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ის ბარათაშვილის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობს,რომელშიც მარტოხელა მოხუცის განცხადებით, 2010 წელს მთავრობამ ორი ოთახი დაუთმო. საცხოვრებელ ფართში იატაკი დაზიანებულია, წვიმიან ამინდში შიგნით აწვიმს, როგორც ის ამბობს, ღამით საწოლში ქოლგის ქვეშ ძინავს.მისივე თქმით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას წინასაარჩევნოდ დახმარებას დაჰპირდნენ,მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ გამოჩენილა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის აგრარულ ბაზარში ჯილეხის ვირუსის არსებობა არ დადასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ფოთის აგრარულ ბაზარში ჯილეხის ვირუსის არსებობა არ დადასტურდა. ეს განცხადება აგრარული ბაზრის დირექტორმა თეა ბელქანიამ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ჯილეხის დიაგნოზით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.
როგორც ფოთის აგრარული ბაზრის დირექციის წარმომადგენლები აცხადებენ, გასაყიდ პროდუქციას ლაბორატორიული შემოწმება ყოველდღიურად უტარდება,ასევე პროდუქციის ხარისხს, გეგმიურად თვეში ორჯერ ,სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს.

იხილე მეტი

ფოთის ახალი მერის პირველი სამუშაო დღე

ფოთის ახლადარჩეული მერი გოჩა კურდრელია დღეიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. მან ქალაქის უპოვართა სასადილო მოინახულა და იქ არსებულ პირობებს გაეცნო.
მოგვიანებით გოჩა კურდღელია თანამშრომლებს შეხვდა და მათ მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურია წარუდგინა.როგორც ახალმა მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის მასშტაბურ საკადრო ცვლილებაბეს არ გეგმავს

იხილე მეტი
სიახლე 

სტუმარ მასპინძლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

ორიგინალური იდეა აზიური ფაროსანას დასამარცხებლად-ინჟინერი დიმიტრი მანაგაძე მავნებელთან ბრძოლისათვის ზამთრის ყინვების გამოყენებას გვთავაზობს. ინიციატივა სახელწოდებით „სტუმარმასპინძლობა“ მან სოციალური ქსელის მეშვეობით გადაცემა „აგრო სიახლეებს“ გაუზიარა, იდეის შინაარსი კი შემდეგში მდებარეობს: განსაკუთრებულად ცივ დღეებში, სოფლის ან სხვა ტიპის დასახლების მცხოვრებთა ერთი ნაწილი საკუტარ სახლებს ტოვებს და რამდნეიმე დღით საცხოვრებლად დარჩენილ ნაწილს სტუმრობს. ამ პერიოდშ სახლ-კარს ღიას ტოვებს და იმედოვნებს, რომ გამოსაზამთრებლად შესახლებული მავნებელი გაყინება, ამის შემდეგ მოქალაქეები სტუმრისა და მასპინძლის როლს ცვლიან.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხეთის ეროვნული პარკის “ნორჩ ელჩებს“ ტრენინგი ჩაუტარდათ

დღეს გაიმართა ,,ეკო სემინარი“ ნარჩენების მართვის თემატიკით. მშვიდობა კორპუსის ამერიკელმა მოხალისემ ,,კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩების“ პროექტის მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარა
პროექტი ,,კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩები“, ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების ფარგლებში ფინანსდება და მიზნად ისახავს ქართველ მოსწავლეებში ეკო ცნობიერების დონის ამაღლებას

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ დავიცვათ სასათბურე კულტურები აზიური ფაროსანასგან

როგორ დავიცვათ სასათბურე კულტურები აზიური ფაროსანასგან
აზიური ფაროსანა, ამ დრომდე, სასათბურე მეურნეობაში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტმა ტელეკომპანია ,,რიონის“ ეთერში განაცხადა.
ბადრი ბახტაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ფერმერებმა, რომლებსაც სასათბურე მეურნეობები გააჩნიათ, პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ზომები აუცილებლად უნდა დაიცვან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი. 10 ნოემბერი, 2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთის სანაპირო ზოლზე უნალექო ამინდი დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჯილეხის დიაგნოზით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

ფოთში ჯილეხის დიაგნოზით ახალგახრდა ქალი გარდაიცვალა.ამის შესახებ განცხადება შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონულ ლაბორატორიაში გააკეთეს.მათი ვარაუდით პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სპეციალისტების განცხადებით, ამ ეტაპზე დაავადების გავრცელების საშიშროება და პანიკის საფუზველი არ არსებობს.

იხილე მეტი