სიახლე 

ფოთი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ფოთი ხელოვნების მე-5 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალს “ფაზისს“მასპინძლობს, რომელშიც 9 ქვეყნის 30 შემოქმედებითი ჯგუფი ღებულობს მონაწილეობას.ფესტივალი საზეიმო ვითარებაში 4 ნოემბერს გაიხსნა, ჟიურის წინაშე ორი დღის მანძილზე 700-მდე კონკურსანტი გამოვიდა .

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი თეატრალური სეზონი ფოთის თეატრში. 6 ნოემბერი, 2017

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 135-ე სეზონი, რეჟისორ გაბრიელ გოშაძის სპექტაკლ „ზვავით“ გაიხსნა. სპექტაკლი მაყურებელმა პირველად 10 წლის წინ იხილა და დღემდე აქტუალობა რ დაუკარგავს.ახალი თეატრალური სეზონის გახსნამ ანშლაგით ჩაიარა.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. 6 ნოემბერი, 2017

აზიურ ფაროსანასთან წარმატებული ბრძოლისთვის, აუცილებელია, ბაზარზე შესაბამისი პრეპარატები და დამცავი საშუალებები უწყვეტად მოიპოვებოდეს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილემ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებთან შეხვედრისას განაცხადა.
ზურაბ ლიპარტიამ მათ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, პრეპარატები სრეალიზატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი ბაზარზე შხამ-ქიმიკატების შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფენ. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პრეპარატების დეფიციტის საშიშროება არც ერთ რეგიონში არ დგას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთის გამარჯვება

ფოთის ,,კოლხეთი 1913\”-მა გორის ,,დილა\” ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლი მეტოქის კარში პირველი ტაიმის დასასრულს გუნდის ლეგიონერმა ფეხბურთელმა იგორ ბროვკომ გაიტანა.

იხილე მეტი
სიახლე 

რა უნდა გააკეთოს ფერმერმა თხილის კარგი მოსავლისთვის

2017 წელს დასავლეთ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობამ თხილის ცუდი მოსავალი მიიღო. როგორც სპეციალისტები განმარტავენ აზიურ ფაროსანასთან ერთად ამის მიზეზი ბაქტერიები, სოკოვანი დაავადებები და დაგვიანებული შეწამლითი სამუშაოები იყო.
იმისთვის რომ მომავალ წელს ფერმერებმა უკეთესი ხარისხის მოსავალი მიიღონ, დარგის სპეცილისტები რამდენიმე რეკომენდაციის გათვლისწინებისკენ მოუწოდებენ.
რევაზ შონიას განმარტებით, მცენარის დანეკროზებისა და შემდგომ გახმობის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში საჭიროა თხილის კულტურაზე არსებული ხავსებისა და მღიერების მოცილება. შემდეგი ნაბიჯი არის ამონაყრების, რაც შეიძლება ნიადაგთან ახლოს მოჭრა, რათა სოკოვანი დაავადებები არ გვარცელდეს. ასევე აუცილებელია მოსავლის აღების შემდეგ, ბაღებში დაგროვილი ფოთლებისა, ტოტების შეგროვება და გადატანა, რათა მოსახლეობამ კულტურა ბაქტერიებისა და ინფექციებისგან დაიცვას.
იმისთვის რომ მცენარე საკვები ელემენტებით გავამდიდროთ, საჭიროა ორგანული და კომბინირებული სასუქები, აპრილის თვიდან კი დამატებით, ფართო სპექტრის ქიმიური პრეპარატის გამოყენება.
გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა იმატებს და 15 გრადუსზე ზევით ადის, აზიური ფაროსანა იწყებს სახლებიდან, შენობებიდან გამოსვლას და ბაღებში დაბრუნებას. შონიას თქმით, ამ დროს უნდა დავიწყოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეკომენდირებული ქიმიური პრეპარატებით მცენარის შეწამვლა, რეკომენდირებულია 15-20 დღიანი ინტერვალი წამლობებს შორის. როგორც აგრონომი განმარტავს, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებების დროულად განხორციელების შემთხვევაში თხილის კარგი მოსავალი იქნება. მისი თქმით, ერთი ძირი თხილის მოვლა საშუალოდ 1.50 ლარი ჯდება.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

იხილე მეტი
სიახლე 

ინფორმაციის ნაკლებობა ზუგდიდში

„აგრომობილი“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს, გურიისა და აჭარის შემდეგ შემდეგი გაჩერება სამეგრელოში, სოფელ კახათშია. ჯემალ ჩახაიას ოჯაში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ექსპერტები შეხვდნენ. სპეციალისტები დაინტერესდნენ როგორი იყო ვითარება სოფელში და რამდენად დიდი პრობლემები შექმნა აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლებისა თუ დაავადებების გავრცელებამ თხილისა და სიმინდის კულტურებში.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თხილის, სიმინდისა და ხეხილის მოსავალი ძირითადად ფაროსანამ დააზიანა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ზაირა ღუბელაძე ამბობს, რომ მოსავლის დაზიანება მავნებელთან ერთად სხვა დაავადებებმაც გამოიწვია.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

იხილე მეტი
სიახლე 

დაზიანებული თხილისა და სიმინდის მოსავალი

აზიური ფაროსანასგან მიყენებულ ზარალზე მოსახლეობა დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა კულტურის წამლობის პერიოდთან დაკავშირებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის რეგიონუილ სამმართველოში აცხადებენ, რომ მოსახლეობა მათ მსგავსი კითხვებით ხშირად მიმართავს, სპეციალისტები მათ შესაბამის რეკომენდაციებს უწევენ.
რაც შეეხება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, უწყების წარმომადგენლის თქმით, ზუგდიდის რეგიონში დარიგებულია ქიმიური პრეპარატები და ფერომონები, ასევე მათი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები. პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი თვითმართველობაც.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

იხილე მეტი
სიახლე 

ახალგაზრდები ფაროსანას წინააღმდეგ

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ახალზგარდა მოხალისეებიც იყვნენ ჩართული. 105 მოხალისეს USAID REAP-ის და NFA-ს მიერ ტრენინგები ჩაუტარდა. მათ მავნებლის წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდათ. სწავლების დასრულების შემდეგ, ზუგდიდისა და წალენჯიხის 16 თემის 37 სოფელში გადანაწილდნენ. თითოეული მოხალისე დღის განმავლობაში 15 ვიზიტს ახორციელებდა. საბოლოო ჯამში ახალგაზრდები ამ ორ რაიონში დაახლოებით 11 000 ოჯახს ეწვივნენ.
პროგრამის მიზანი, ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული აქტივობების მონიტორინგი და საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებაა.
მოხალისეები თითოეულ ოჯახს ეკითხებოდნენ განახორციელეს თუ არა მთავრობის მიერ დარიგებული ქიმიური საშუალებებით წამლობა შესაბამისი ინსტრუქციის დაცვით, თუ გამოიყენეს ფერომონი და კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ მათთვის მიწოდებული ინსექტიციდის გამოყენება საცხოვრებელ სახლებში არ შეიძლება.
პროექტი სურსათის ეროვნული სააგენტოს და USAID – ის ზრდა პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის რაიონული პროკურატურის დასუფთავების აქცია

ფოთის რაიონულმა პროკურატურამ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, ფოთში დასუფთავების აქცია გამართა.კუნძულის სანაპირო ზოლი მერიის შესაბამისი სამსახურის დახმარებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან დასუფთავდა.აქციაში ფოთის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა

იხილე მეტი
სიახლე 

შავი ზღვის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ფოთში

კოლხეთის ეროვნულ პარკში შავი ზღვის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა,რომელშიც კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩმა ელჩებმა მიიღეს მონაწილეობა.ბავშვრბმა შავი ზღვის თემატიკაზე,მათ მიერ შექმნილი ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები წარმოადგინეს.

იხილე მეტი