სიახლე 

ფოთის სასამართლომ “სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ფოთის საქალაქო სასამართლომ \”სამართლიანი არჩევნების\” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.კერძოდ, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო საჩივარის ხელახლა განხილვის მოთხოვნას უარი ეთქვა.

იხილე მეტი
სიახლე 

თევზჭერის ახალი რეგულაციები

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მეთევზეებისთვის ახალი რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით ,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდით. მათი წარმომადგენელის განცხადებით თევზაობის პროცესში მონიტორინგის სისტემის შემოღება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-4 სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

დღეს მეოთხე საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ღონისძიება „ილია ჭავჭავაძე _ უკვდავების ფენომენი“ წარმოადგინეს.ბავშვებმა ილიას ბიოგრაფიის,შემოქმედებისა და მოღვაწეობის ამსახვლი ფოტო-კადრების გამოფენა მოაწყვეს.ასევე ს მოსწავლეებმა ილიას ცნობილი ლექსები წაიკითხეს

იხილე მეტი
სიახლე 

4 ნოემბერს ფოთში “კოლხეთი-1913“ გორის “დილას“ უმასპინძლებს

4 ნოემბერს ფოთში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩი გაიმართება, „კოლხეთი-1913“ გორის „დილას“ ქალაქის „პარკი არენას“ სტადიონზე უმასპინძლებს, თამაში 13:00 სთ დაიწყება.

იხილე მეტი
სიახლე 

რას გეგმავს სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის

ის არეაილი, რომელზეც დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა იყო გავრცელებული, ნელ-ნელა ფართოვდება,- სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი განმარტავს, რომ მავნებლს ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია.სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა მზადაა და იგი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა. უწყების უფროსის მოადგილის ზურაბ. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოში მედიაკამპანიაც ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს

იხილე მეტი
სიახლე 

როგორია აზიური ფაროსანას გავრცელების ალბათობა აღმოსავლეთ საქართველოში

ის არეაილი, რომელზეც დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა იყო გავრცელებული, ნელ-ნელა ფართოვდება,- სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი განმარტავს, რომ მავნებლს ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია.
ბაღლინჯოს გავრცელებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა.
იაკობაშვილის თქმით, სააგენტო აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი შემდგომ ღონისძიებებს დაგეგმავს.
მავნებელი დაფიქსირდა თბილისშიც. დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო შეწამვლები უკვე განხორციელდა.
სეს-ის უფროსის მოადგილე, ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური საშუალება აზიანებს ეკოსისტემას. იაკობაშვილის თქმით, პრეპარატი ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტების მიერ საკუთარ ქვეყნებში უკვე გამოცდილია და მის მიერ ფაროსანას გარდა ეკოსისტემის სხვა სახეობების ზიანი არსად დაფიქსირებულა, მათ შორის არც საქართველოში.
აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი თეატრალური სეზონი ფოთის თეატრში

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 135-ე თეატრალური სეზონი სპექტაკლით „ ზვავი“ გაიხსნება.რეჟისორმა გაბრიელ გოშაძემ სპექტაკლი 10 წლის წინ დადგა ,მოქმედება მაღალმთიან სოფელში ხდება სადაც ხმამაღლა საუბარი აკრძალულია

იხილე მეტი
სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა გრიგოლეთში

გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ერთმანეთს შკოდას მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა,
სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ერთი დაშავებული ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მორიგე ექიმის განცხადებით მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ადრეული განვითარების ცენტრი ფოთში

ადრეული განვითარების ცენტრის ინიციატივით, საბავშვო ბაღების განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებს, ფსიქოლოგიურ პედაგოგიური გამოკვლება ჩაუტარდათ. სპეციალისტებმა მშობლებს ტესტირების შედეგი გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-4 სკოლაში ილია ჭავჭავაძის იუბილე აღნიშნეს

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილე და გარდაცვალებიდან 110- წელი აღნიშნეს. პროექტის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მხატვრული კომპოზიცია „ფერებში არეკლილი პოეზია“ წარმოადგინეს

იხილე მეტი