,,კურსორი”-ს სტუმარია მწერალი: დანი ადამელია 24 11 21
,,კურსორი”-ს სტუმარია მწერალი : დანი ადამელია,რომელიც მისი პირველი წიგნის ,,12 ხიდი”-ს შესახებ გვესაუბრება.
იხილე მეტი,,კურსორი”-ს სტუმარია მწერალი : დანი ადამელია,რომელიც მისი პირველი წიგნის ,,12 ხიდი”-ს შესახებ გვესაუბრება.
იხილე მეტი“სტუდია ვაშინგტონი” – „ამერიკის ხმისა“ და “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის”ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიქალაქ ფოთის ახლადარჩეული მერი ბექა ვაჭარაძე ,თანამშრომლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა და ახალ მერს წარმატებები უსურვა. ბექა ვაჭარაძე უფლებამოსილებას შეუდგა და ფოთელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ამასთან, აღნიშნა, რომ მზად არის თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ქალაქის განვითარებისთვის გამოიყენოს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდამა ბექა ვაჭარაძემ გაიმარჯვა და ის ფოთის ახალი მერია.
იხილე მეტი,,ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი’’-ს დასი ერთი თვის განმავლობაში, ორ სხვადასხვა ქვეყანაში თეატრალურ ფესტივალზე იყო მიწვეული, დასმა ტურნე ეგვიპტით დაიწყო და ლიეტუაში დაასრულა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,კურსორის’’ ჩართვის სტუმარია : თენგიზ ხუხია,რომელიც ალიტუსიდან გვერთვება .
იხილე მეტიკოლეჯ „ფაზისი“-ში სწავლება განახლდა. კოლეჯი ახორციელებს აგრარული, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, ტურიზმისა და დარგთაშორისი მიმართულებების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. აღსანიშნავია,რომ ,,ფაზისში’’ 2020 წელს პანდემიის პერიოდში ,,გაეროს ერთობლივი პროგრამა – ,,გენდერული თანასწორობისათვის“ პროექტის ფარგლებში ,დისტანციურ რეჟიმში 13 სხვადასხვა მიმართულების ონლაინ პროგრამა გახორციელდა. კოლეჯ ,,ფაზისის’’ დირექტორის ნინო ბაკურაძის თქმით: მიმდინარე ეტაპზე პირველი მარტიდან, კოვიდ პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით, კოლეჯის სახელოსნოებსა და ლაბორატორიებში მიმდინარეობს 8 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჯგუფების პრაქტიკული ნაწილის სწავლება, ხოლო თეორიული ნაწილი ხორციელდება დისტანციურ რეჟიმში ასევე მიმდინარეობს და მალე ექსპლუატაციაში შევა, სახელოსნოების კომპლექსი და სადურგლო – ხის მხატვრული დამუშავების სახელოსნო. სსიპ კოპლეჯი…
იხილე მეტი20-21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება. 22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსი იქნება. ფოთში 20 ნოემბერს დღისით და ღამით დროგამოშვებით წვიმას უნდა ველოდოთ. ჰაერის ტემპერატურა დღისით , +10 + 12 გრადუსი,ხოლო ღამით , +9 , +12 იქნება 21 ნოემბერს მოღრუბლული ამინდი გველოდა უმეტესად უნალექოდ, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 +13 გრადუსი,ხოლო ღამით +5 +7 გრადუსი იქნება.
იხილე მეტი60+ კლუბის წევრებმა სპეციალისტებთან ერთად რუსთავში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მათ ინფორმაცია ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა მიაწოდა. შეხვედრაზე აქცენტები, კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაკეთდა. „60+ კლუბები“გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის რუსთავის 60+ კლუბის აქტიური მხარდამჭერი.
იხილე მეტიფოთის საბავშვო ბაღებში კოვიდ-19-ის შემთხვები კვლავ ფიქსირდება. ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მოადგილის მირანდა სვანაძის თქმით ,ამ დროისთვის სრულად 6 ბაღია დახურული ,ხოლო წერტილოვანი შეზღუდვით, მხოლოდ მეთერთმეტე ბაღი 2 კვირიან იზოლაციაში გადავიდა. აღსანიშნავია,რომ ფოთში 15 სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს და სხვა ჯგუფებში პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ფოთის ბაღებში აღსაზრდელთა 30% ესწრება.
იხილე მეტიფოთში, ახლად არჩეული საკრებულოს სამმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გუშინ შიმშილობა დაიწყო.ისინი პროტესტს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთახიდან შეუერთდნენ. ჩვენ დღეს საკრებულოს ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ფრაქციის ოთახში ვიმყოფებოდით და საკრებულოს წევრების მდგომარეობას გავეცანით, როგორც ისინი აცხადებენ,მიუხედავად პროტესტის უკიდურესი ზომისა,რაც შიმშილობას გულისხმობს, ისინი თავს მხნედ გრძნობენ და მოთხოვნის დაუყონებლივ დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და პროტესტი პერმამენტულად გაგრძელდება ,მანამ სანამ, ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აღსანიშნავია,რომ ხვალ 19 ნოემბერს , ოპოზიციის ლიდერები, პროტესტის ნიშნად,თბილისში მასშტაბურ მსვლელობას გეგმავენ, მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია. მიხეილ…
იხილე მეტიპროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პირველად გაიხსნა დებატკლუბები ფოთში, როგორც პირისპირ, ასევე ჰიბრიდულ და ონლაინ რეჟიმში. პროექტის ფარგლებში ახლა უკვე 60 -მა დებატკლუბმა დაიწყო აქტიური მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ფოთიდან ორმა მასწავლებელმა მე-5-ე საჯარო სკოლიდან ნინო კილასონიამ და მე-12-ე საჯარო სკოლიდან სალომე ჯუღელმა, შეძლეს დიდი კონკურსის გავლა და მთელი საქართველოდან იმ მასწაველბელთა სამუშაო ჯგუფში მოხვედრა, რომლებიც გადამზადდნენ და მიიღეს დებატების კლუბის ხელმძღვანელთა კვალიფიკაცია.პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას,…
იხილე მეტი