სიახლე 

ფოთში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების შიმშილობა გრძელდება 18 11 21

ფოთში, ახლად არჩეული საკრებულოს სამმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გუშინ შიმშილობა დაიწყო.ისინი პროტესტს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოთახიდან შეუერთდნენ. ჩვენ დღეს საკრებულოს ,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ფრაქციის ოთახში ვიმყოფებოდით და საკრებულოს წევრების მდგომარეობას გავეცანით, როგორც ისინი აცხადებენ,მიუხედავად პროტესტის უკიდურესი ზომისა,რაც შიმშილობას გულისხმობს, ისინი თავს მხნედ გრძნობენ და მოთხოვნის დაუყონებლივ დაკმაყოფილებას ითხოვენ. როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და პროტესტი პერმამენტულად გაგრძელდება ,მანამ სანამ, ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აღსანიშნავია,რომ ხვალ 19 ნოემბერს , ოპოზიციის ლიდერები, პროტესტის ნიშნად,თბილისში მასშტაბურ მსვლელობას გეგმავენ, მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.შეგახსნებთ,რომ მესამე პრეზიდენტის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს პოლიტიკური პარტია ,,დროა’’-ს ლიდერი :ელენე ხოშტარია. იგივე მოთხოვნით შიმშილობენ წალენჯიხისა და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებიც.ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.

მსგავსი სტატიები