სიახლე 

კოლეჯ „ფაზისში”სწავლება განახლდა 19 11 21

კოლეჯ „ფაზისი“-ში სწავლება განახლდა.  კოლეჯი ახორციელებს აგრარული, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, ტურიზმისა და დარგთაშორისი მიმართულებების პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებს.

აღსანიშნავია,რომ ,,ფაზისში’’ 2020 წელს პანდემიის პერიოდში ,,გაეროს ერთობლივი პროგრამა – ,,გენდერული თანასწორობისათვის“ პროექტის ფარგლებში ,დისტანციურ რეჟიმში  13 სხვადასხვა მიმართულების ონლაინ პროგრამა გახორციელდა.

კოლეჯ ,,ფაზისის’’ დირექტორის ნინო ბაკურაძის თქმით:  მიმდინარე ეტაპზე პირველი მარტიდან, კოვიდ პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით, კოლეჯის სახელოსნოებსა და ლაბორატორიებში მიმდინარეობს 8 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჯგუფების პრაქტიკული ნაწილის სწავლება, ხოლო თეორიული ნაწილი ხორციელდება დისტანციურ რეჟიმში ასევე  მიმდინარეობს და მალე ექსპლუატაციაში შევა, სახელოსნოების  კომპლექსი და სადურგლო – ხის მხატვრული დამუშავების სახელოსნო.

სსიპ კოპლეჯი ფაზისი 2021 წელს გეგმავს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას: ფოთის ლოკაციაზე- „სკოლამდელი აღზრდა“, „ხის მხატვრული დამუშავება“,“ფლორისტიკა“.გაიცემა დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ატესტატთან. (12 კლასი)

მსგავსი სტატიები