სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 10 11 21

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 751 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 647 პაციენტი.დღე-ღამეში საქართველოში 78 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 976-მა ადამიანმა გაიკეთა.მშობლების თანხმობით 12-15 წლის ბავშვების COVID19-ზე ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია, რაც უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი გარანტიაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2022 წელს ვაქცინაციისთვის საჭირო შპრიცების დეფიციტი შეიძლება შეიქმნას. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, ლიზა ჰედმანმა განაცხადა.„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპაში მეხუთე ტალღა დაიწყო.…

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 10 11 21

ვაშინგტონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება- სტუდია ვაშინგტონი”საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სააკაშვილის საჭიროებების დაკმაყოფილება,” სახელმწიფო დეპარტამენტი; სააკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს გავლენიანი ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტია”; რუსეთში პატიმრობაში მყოფმა ამერიკის მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ესეების კონკურსი – „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ გამოცხადდა 10 11 21

მოსწავლეებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე ესეების კონკურსი – „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ გამოცხადდა. კონკურსის მიზანია მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მავნე ჩვევებისა და ქცევითი დამოკიდებულების (ადიქციის) თავიდან აცილების ხელშეწყობა.კერძოდ, ადიქციისთვის დამახასიათებელი ისეთი გამოვლინებების პრევენცია, როგორიცაა: კომპიუტერულ თამაშებზე, სოციალურ ქსელებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება.სასურველია, წარმოდგენილ ნაშრომებში აქცენტები გადატანილი იყოს პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სოციალური დისტანცირების პირობებში, მოზარდების ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და კომპიუტერულ თამაშებზეფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით :კონკურსის ფარგლებში VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან ესეებს და გადმოსცენ თავიანთი შეხედულებები, თუ როგორ ესმით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 09 11 21

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6 021 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 792 პაციენტი.საქართველოში კიდევ 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.12-დან 15 წლამდე ყველა მოზარდისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი ხდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.”საბჭომ მხარი დაუჭრა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის საკითხს “ფაიზერის” ვაქცინის 2 დოზით,” – ამბობს თამარ გაბუნია.აქამდე, ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინაცია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის იყო რეკომენდებული.დღევანდელი მდგომარეობით ინფიცირებულთა შორის 15% ბავშვია, რაც დაბალი მაჩვენებელი არ არის, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა,…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს გუნდ ,,ჭაბონამა”-ს და ,,ნაბადა”ს ფეხბურთელები სიგელებით დაჯილდოვდნენ 09 11 21

დღეს ფოთის მერიაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა მერიის წარმომადგენლებთან ერთად საფეხბურთო გუნდ ,, ნაბადა“-ს და ,,ჭაბონამა“-ს ფეხბურთელებს შეხვდა.შეხვედრისას,განიხილეს გუნდების მიერ მიღწეული წარმატებები და საჭიროებები- როგორიცაა ფეხბურთის ცენტრალურ სტადიონზე ვარჯიშის უფლება. სპორტის სამსახურის უფროსმა ფეხბურთელებს, აღნიშნული საკითხის დროულად მოგვარებას დაპირდა და მიღწეული წარმატებები მიულოცა.აღსანიშნავია რომ, საფეხბურთო გუნდმა ,, ნაბადა’მ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალურ ჩემპიონატზე სამოყვარულო ფეხბურში 11×11ზე წარმატებას მიაღწია. გუნდი ,, ჭაბონამა“ კი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალურ მასტერ ლიგის 7X7ზე ჩემპიონატის გამარჯვებულია. გუნდები ფოთის მერიაში მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

პრემიერის ინიციატივით, სტიპენდიებთან დაკავშირებით ცვლილებები გახორციელდა 09 11 21

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, ორ ნოემბერს ცვლილება შევიდა ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს ზურაბ ტიბუას ვესაუბრეთ, როგორც ის აღნიშნავს, სტიპენდიიის დანიშვნა იქნება ძალიან დიდი მოტივაცია სპორტსმენთათვის, მიაღწიონ არაერთ წარმატებას. ინტერვიუ დადგენილებაში სტიპენდიების ოდენობა ასე განისაზღვრა: ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით: ვერცხლის მედლის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის, N17 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია,აქტიურად მიმდინარეობს 09 11 21

ქალაქ ფოთის №17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი სააღმზრდელო დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს,რომლის ფარგლებშიც, კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, მოპირკეთდება იატაკი და ჭერი. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 209 000 ლარს შეადგენს. როგორც ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა იაგო რომანაშვილმა განაცხადა : ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტი,სწორედ საბავშვო ბაღების კეთილმოწყობაა. ,,რეაბილიტირებული და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილი საბავშვო ბაღი ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების შესაბამის აღზრდა-განვითარებას და სასკოლო განათლების მისაღებად მათ მომზადებას” – განაცხადა რომანაშვილმა. ცნობილია,რომ ფოთში 2018-2021 წლებში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით აღიჭურვა 15-ივე სკოლამდელი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 04 11 21

საქართველოში კორონავირუსის 2 191 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 4 348 პაციენტი. 7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.2%-ია საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე უწყებათაშორისი საბჭო რეგულაციებზე მსჯელობს. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ მსგავსი კოვიდვითარების ფონზე საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებაც მოხდეს, როგორც ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები ყველა შემთხვევაში მსგავსია, უნდა იქნას დაცული არსებული რეგულაციები და გააქტიურდეს ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ის ამბობს, ჯანდაცვის სისტემა ამ პროცესებს ვერ გაუძლებს. დღეს საქართველში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140 შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი…

იხილე მეტი
სიახლე 

მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება 08 11 21

ჭყონდიდის მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებული 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა. ბერებმა მონასტრის დატოვებაზე უარი თქვეს და ადგილზე რჩებოდნენ. 3 ნოემბერს მათ საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ შეეწყვიტათ “საეკლესიო ქონებით უკანონოდ სარგებლობა და განკარგვა”. წერილს ხელს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი აწერდა. ბერებმა ისევ უარი თქვეს ტერიტორიიდან გასვლაზე,რასაც რასაც დაპირისპირება და ხმაური მოყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.,,მძიმე სურათია და ვფიქრობ, რომ ალბათ, თვით ჭყონდიდელ მიტროპოლიტსაც არ მოსწონს ის რაც ხდება, თუმცა გამოსავალს იმ გადაწყვეტილებებში ხედავს, რომელსაც ღებულობს’’ – ასე ეხმაურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს.მისი თქმით, ბევრ ეპარქიაში…

იხილე მეტი