საწვავი ისევ გაძვირდა 02 11 21
საწვავის ფასი ისევ გაიზარდა.ევროპის მასშტაბით მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. პირველ ნოემბერს ფასები საშუალოდ 4 თეთრით გაიზარდა თითქმის ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ექსპერტ ვახტანგ ჭარაიას ვესაუბრეთ. მისი განცხადებით პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, OPEC+მა ნავთობის მიწოდება შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ევროპის მასშტაბით რეგულაციების უდიდესი ნაწილი მოხსნილია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, OPEC+ მიწოდებას არ ზრდის, რაც ნავთობსა და გაზზე ფასების რეკორდული ტემპით ზრდას იწვევს.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობსა და ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი…
იხილე მეტი