სიახლე 

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 28 04 22

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც გზის ორმულ შეკეთებას ითვალისწინებს.  აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის ,, მოვლა შენახვის ფარგლებში“ ხორციელდება. როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს:  სამუშაოები 2 დღეში  დასრულდება.  ცნობისათვის, ფირმა გზამშენებლი-13 1974 წლიდან ფუნქციონირებს და მას ირაიდა ფაცია ხელმძღვანელობს.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში სეზონურმა ვირუსებმა იმატა 28 04 22

საქართველოს მასშტაბით კორონა ვირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იკლო, ბოლო 24 საათში ავირუსის 132 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა კორონავირუსისგან განსხვავებით, იმატა სეზონურმა ვირუსებმა,რომლებსაც კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: სურდო,ხველა, ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა ახასიათებს.  ექიმ- ეპიდემიოლოგის,  ნინო ჭანტურიას განცხადებით, ფოთში სეზონური ვირუსის შემთხვევები მრავლად გვხვდება და  ზუსტად იგივე სიმპტომებით ვლინდება როგორც კორონავირუსი,მაგრამ მიმდინარეობა შედარებით უფრო მსუბუქია. აღსანიშნავია რომ ფოთის კლინიკებსა და სტაციონარებს ყოველ დღიურად 50-მდე პაციენტი სეზონური ვირუსებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

პირველკლასელთა რეგისტრაცია 27 აპრილიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება 28 04 22

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით,  2022-2023  სასწავლო წლისათვის, პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადები  დამტკიცდა.  ფოთის საგანმამათლებლო რესურსს ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაციის ვადად 2022 წლის 27 აპრილიდან 2022 წლის 10 ივლისის ჩათვლით პერიოდი განისაზრვრა . ცნობილია, რომ  სასკოლო ასაკის შესახებ განხორციელებული ცვლილების შემდეგ, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი განისაზღვრა 5  წლით. ამ ცვლილებით უკვე წელს 2 500 პირი ისარგებლებს.

იხილე მეტი

აქტივისტ ანა იოსავას თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ 27 04 22

სოციალურ ქსელში,მოქალაქე არჩი ცაგურიშვილი ფოთელ აქტივისტს ანა იოსავას თანხების მითვისებაში ადანაშაულებს,მისი განცხადებით: ანა იოსავა ქველმოქმედების მიზნით ემიგრანტებს თანხების ჩარიცხვას თხოვს . ის ასევე ,,ფოთის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას ახსენებს. აღნიშნული საკითხის გასარკვევად ჩვენ იოსავას დავუკავშირდით,მისი თქმით: ბრალდებები უსაფუძვლოა. როგორც ის აცხადებს, არანაირი ბარათი არ გააჩნია და არც არასოდეს უთხოვია ემიგრანტებისთვის თანხის ჩარიცხვა ქველმოქმედებისთბის. ჩვენ ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით,მისი განცხადებით ანა იოსავასთან და კონკრეტულად ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს. გავრცელებულ ინფორმაციას კი სიცრუეს უწოდებს. აღსანიშნავია ,რომ რამდენიმე უკან,ფოთში ალტ- ინფოს ოფისთან ანა იოსავამ…

იხილე მეტი

დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს 27 04 22

ფოთში,მალთაყვის სპორტ კომპლექსში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, შენობა ავარიულია და იცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ,მათ ფოთის მერიას ალტერნატიული ფართის მოთხოვნით მიმართეს, შეუსულებლობის შემთხვევაში კი პერმამენტულ აქციებს აანონსებენ. როგორც დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახები აცხადებენ,მერიამ მათ საცხოვრებელი ფართი,ქირით,ექვსი თვის ვადით,შესთავაზა,რაც ოჯახებისთვის არახელსაყრელია. ინტერვიუ ისინი აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით ჩვენ ფოთის მერიას მივმართეთ, როგორც მათ განაცხადეს, პრობლემა კარგადაა ცნობილი და შენობის ავარიული მდგომარეობის გამო უსაფრთხოების მიზნით მათი დროებით ქირით დაკმაყოფილება იგეგმება, რის შემდეგაც ალტერნატიული ფართის მოძიება მოხდება. მერიის კადრები. აღსანიშნავია რომ ამ დროისთვის სპორტ კომპლექსში 19…

იხილე მეტი

აქცია ფოთის მერიასთან 26 04 22

ფოთში, მერიასთან ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები შეიკრიბნენ. ისინი უკვე წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება. რის გამოც მოსახლეობას , მათ შორის ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. ინტერვიუ აქციის მონაწილეები კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისათვის საშიში ზონიდან გასახლებას და ადეკვატურ კომპენსაციას მოითხოვს. მათ ხელისუფლებას მოთხოვნები დღეს კიდევ ერთხელ გააცნეს და მოსაგვარებლად კონკრეტული ვადა განუსაზღვრეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობდა მუშაობა პროექტზე, რომელიც მოსახლეობისათვის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობდა, თუმცა დღეს მოსახლეობამ სხვა პირობა წამოაყენა და კომპენსაცია…

იხილე მეტი

გახდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე? 26 04 22

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. არსებული ინფორმაციით, მეოთხე პრეზიდენტმა შეთავაზება წინამორბედისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. აღნიშნული საკითხის გადამოწმების მიზნით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს დარეჯან ცხვიტარიას დავუკავშირდით. მან გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა და აღნიშნა რომ ამ საკითზე საუბარი არასოდეს ყოფილა. ცნობისათვის, დაახლოებით 2 კვირის უკან, გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 26 04 22

3.4 მილიარდის დახმარება კიევს.უკრაინისთვის ვაშინგტონის მიერ დამტკიცებული 13.6 მილიარდიდან, 3.4 მილიარდი კიევის სამხედრო დახმარებისთვისაა. უკრაინა კი რუსეთზე დამატებით სანქციებს ითხოვს. ვითარება მეზობელ მოლდოვაში – რა ბერკეტები აქვს რუსეთს და როგორ ახდენს კრემლი გავლენას რიგით მოლდოველებზე – გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”.

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ 19 04 22

,,ეს ქვეყანა შენია, გაიზიარე პასუხისმგებლობა,რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი წარმოგდგენთ. გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი განათლების, კერძოდ კი სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. პროექტს რომელსაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა, კონსორციუმ კონდრად ადენაურერის ფონდის ხელმძღვანელობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ ორგანიზაცია ,,დიოსკურია”-ს შესახებ. აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია “დიოსკურია” დაფუძნდა 2000 წლის ივნისშიდღეს მისი კვლევის სფეროებია : ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, გენდერული პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიება, ახალგაზრდების გაძლიერება არაფორმალური განათლებით,ამასთან სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება,სამეგრელო-ზემო სვანეთში…

იხილე მეტი