სიახლე 

შეხვედრა ოჯახური ძალადობის თემაზე

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა. საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით აქტუალური პრობლემის გარშემო მსჯელობა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა.

იხილე მეტი
სიახლე 

რიონის მარცხენა სანაპიროს განვითარების გეგმა

რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას რიონის მარცხენა სანაპიროს და ზოგადად, ქალაქის განვითარებისა და განაშენიანების კუთხით. არქიტექტორთა ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტის საჯარო განხილვა მერიაში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ჰენრი ვეკუა ოქროს მედალოსანია

ყატარში გამართულ საერთაშორისო ღია ტურნირზე კარატეში ფოთელი ჰენრი ვეკუა ოქროს მედალს დაეუფლა. მასში 17 ქვეყანის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. წლევანდელ, რიგით მეოთხე ასპარეზობაზე, რომელიც ამ დღეებში გაიმართა, საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრები ოთხკაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და ყველა მათგანი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა; 2 ოქრო, 1 ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო, – ასეთი შედეგით დაბრუნდნენ შინ ქართველი კარატისტები. შეჯიბრის დეტალებზე ახლა ჰენრი ვეკუა თავად გვესაუბრება; ის 75 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. იგი სატელეფონო ხაზზეა.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭადრაკში გრანპრის გათამაშების მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს

მიმდინარეობს ფოთის გრანპრის გათამაშების მეოთხე ეტაპი. მასში 8 და 10 წლის 100-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ტარდება. შეჯიბრი 30 მაისს დასრულდება. გამარჯვებულები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ტურნირი ტრადიციულია და იგი ფოთის ჭადრაკისა და შაშის სკოლის ორგანიზებით ეწყობა.

იხილე მეტი
სიახლე 

ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა ნიჩბოსნობაში დასრულდა

დასრულდა ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა ნიჩბოსნობაში. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დღეს საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პარტიიდან წასვლას რეგიონებში ეხმაურებიან

,,ნაციონალური მოძრაობის\” რამდენიმე წევრის მხრიდან პარტიის დატოვების ფაქტს რეგიონებშიც ეხმაურებიან. როგორც პარტიის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მათთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა ამით პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება და საერთო მიზნისთვის ბრძოლას აგრძელებენ. \”ნაციონალური მოძრაობის\” ყოფილმა წევრებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პარტიის დატოვების მიზეზები განმარტეს და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს. სახელისუფლებო წრეებში კი პარტიის დაშლას არ გამორიცხავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

26 მაისის ღონისძიებები ფოთში კონცერტით დასრულდა

26 მაისის ღონისძიებები გრანდიოზული კონცერტით დასრულდა. ღონისძიება კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ცის ქვეშ შედგა.

იხილე მეტი
სიახლე 

26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი

კულტურისა და დასვენების პარკში სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტიც ჩატარდა. მაყურებლის წინაშე მათ მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა წარდგინეს.

იხილე მეტი