ევროპული ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ფოთელი მოკრივეც იასპარეზებს 1
ევროპული ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ნაკრების ღირსებას ფოთელი მოკრივეც დაიცავს. გიორგი გოგატიშვილი 56 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. პირველ ევროპულ ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 13 სახეობაში სულ 105 ქართველი იასპარეზებს. აზერბაიჯანის დედაქალაქში ისინი ხვალ მიემგზავრებიან. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ბაქო, 12-28 ივნისის ჩატვლით, უმასპინძლებს. წელს მასში 6000 სპორტსმენი მონაწილეობს.

