სიახლე 

ხმაური და დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე

ხმაური მოჰყვა პოლიციის მიერ აქციის დაშლას. გუშინ, გვიან ღამემდე გადაკეტილი იყო ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი გზა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში მცხოვრებლებმა ელექტრონერგიის მოთხოვნით პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. დევნილები და სოციალურად დაუცველები ხსენებულ შენობაში უკვე მერვე თვეა ცხოვრობენ და მთელი ამ პერიოდის გამვალობაში მათ ენერგომამარაგების მხრივ პრობლემები ექმნებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ზეთის კურთხევის საიდუმლო ფოთის ტაძრებში

ფოთის ტაძრებში დღეს ზეთის კურთხევის საიდუმლო, ანუ შვიდგზის ზეთისცხება აღესრულა. როგორ ემზადებიან მორწმუნეები დიდ მარხვაში აღდგომის დღესასწაულისთვის.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ემზადება თეატრთან არსებული ლიტერატურული კლუბი ხვალინდელი პრემიერისთვის?

ხვალ ფოთის თეატრში პრემიერაა. როგორ ემზადებიან თეტრთან არსებული ლიტერატურული კლუბის წევრები ამ დღისთის, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი

რამდენად უსაფრთხოა საბავშვო ბაღებში შეტანილ ხორცპროდუქტები?

სურსათის უვნებლობის სააგენტომ სამტრედიისა და ბათუმის საბავშვო ბაღებში შეტანილ ხორცპროდუქტებში ნაწლავური ჩხირები გამოავლინა. რა ხდება ამ მხრივ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში და რამდენად უსაფრთხო პროდუქტებით იკვებებიან ბაღების აღსაზრდელები. დღის მთავარი თემა „კურსორში“.

იხილე მეტი
სიახლე 

რამდენად უსაფრთხოა საბავშვო ბაღებში შეტანილ ხორცპროდუქტები?. 26 მარტი, 2015

სურსათის უვნებლობის სააგენტომ სამტრედიისა და ბათუმის საბავშვო ბაღებში შეტანილ ხორცპროდუქტებში ნაწლავური ჩხირები გამოავლინა. რა ხდება ამ მხრივ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში და რამდენად უსაფრთხო პროდუქტებით იკვებებიან ბაღების აღსაზრდელები. დღის მთავარი თემა „კურსორში“.

იხილე მეტი
სიახლე 

ვის და რა პრეტენზიები აქვს ეკონომიკის სამინისტროსთან?

ადგილობრივი ბიზნეს სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხებზე, ფოთში გამართულ შეხვედრას ეხმაურება. მიაჩნიათ, რომ საინფორმაციო კამპანია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, მათზეც ვრცელდება, თუმცა მსგავსს შეხვედრებზე მათ არავინ იწვევს.

იხილე მეტი
სიახლე 

გრძელდება ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ჭადრაკში

გრძელდება ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ჭადრაკში. დღეს მესამე ტური შედგა. 8 წლამდე ასაკის უმაღლესი ლიგის ტურნირში სამ სამი ქულით გიორგი ჩაკვეტაძე და დაჩი ფალავანდიშვილი ლიდერობენ. რაც შეეხება 10 წლის მოჭადრაკეებს, აქ სამი სამი ქულით საუკეთესო შედეგი ლაშა არველაძესა და ნინო სოლომინიას აქვთ.

იხილე მეტი
სიახლე 

რა პრეტენზიები აქვს გაიოზ ქინქლაძეს მმართველი კოალიციის მიმართ?

რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დროებით ემიჯნება. გაიოზ ქინქლაძე აცხადებს, რომ იგი არ გადაუყენებიათ და საკუთარი სურვილის საფუძველზე გადაირჩიეს, თუმცა პოლიტიკიდან და პარტიიდანაც წასვლას ჯერ არ აპირებს. რატომ მიიღო პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება, რა პრეტენზიები აქვს მას კოალიციის მისამართით და რატომ ეპარება ეჭვი მმართველი ძალის საკადრო პოლიტიკის სისწორეში? დეტალები ჩვენს სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

გრძელდება ჭადრაკში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორიალი

გრძელდება ჭადრაკში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეორიალი. წელს მასში 90-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს. სულ ხუთი ტური ჩატარდება, მათგან ნაწილი შვეიცარული, ნაწილი კი წრიული სისტემით გაიმართება. დღეს მეორე ტური შედგა. შეჯიბრი 30 მარტს დასრულდება. ოთარ ხომერიკის სახელობის ტურნირი ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით ეწყობა.

იხილე მეტი