სიახლე 

ცხენოსნობის სასპორტო სკოლის 4 ცხენი სამტრედიას უსასყიდლოდ გადაეცემა

ვალერიან მაქაცარიას სახელობის ცხენოსნობის სასპორტო სკოლის 3 ფაშატი და ერთი ულაყი, სამტრედიის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადაეცემა. პროექტში, რომელიც საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, მითითებულია, რომ აღნიშნულ ცხენებს მეზობელ რაიონს აუქციონის გარეშე თხოვების წესით, თუმცა უვადოდ გადასცემენ. ,,კომერციული თვალსაზრისით“ მიღებული გადაწყვეტილება თუ ,,სუფთა სისხლის“ არქონა … რა შეცდომა გაიპარა მერიის მიერ მომზადებულ პროექტში და რატომ აღმოჩნდა თვითმმართველობისგან ,,დაწუნებული ოთხეული“ საცხენოსნო სკოლისთვის გამოუსადეგარი; ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

პურის საცალო ღირებულებამ 5-10 თეთრით მოიმატა

ლარის დევალვაცია ფასების მატებაზე უკვე აისახა. პურ-პროდუქტები ფოთშიც გაძვირდა. პურის საცალო ღირებულებამ 5-10 თეთრით მოიმატა, ხოლო ერთი ტომარა ფქვილი საშუალოდ 2 – 3 ლარით გაძვირდა.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ აფასებენ ფოთელები ლარის გაუფასურებას?

როგორ აფასებენ ფოთელები ლარის გაუფასურებას? გამოკითხულთა ნაწილი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილოა; მათი შეფასებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირველ რიგში მოქალაქეთა ჯიბეს ურტყამს და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. მოსახლეობა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს მთავრობისგან მოელის და მთელ პასუხისმგებლობასაც მმართველ გუნდს აკისრებს. ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 25 თებერვლს დადგენილი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.26 ლარი ღირს. ლარი დაახლოებით 7 პუნქტით დაეცა ევროს მიმართაც და 2.55 ნიშნულზე დაფიქსირდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ყაჩაღობა ფოთში. 25 თებერვალი, 2015

ყაჩაღობა ფოთში. გვიან ღამით ორმა ნიღბიანმა პირმა ქალაქის ცენტრში განთავსებული მოძრავი გაზგასამართი სადგური დააყაჩაღა. წაღებულია 112 ლარი. შემთხვევის ადგილზე გაზგასამართ სადგურზე ორი თანამშრომელი და ტაქსის მძღოლი იმყოფებოდნენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

იხილე მეტი
სიახლე 

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ფოთში

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ფოთში. რაგბისა და ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე მშენებლობების დათვალიერების შემდეგ, ლევან ყიფიანი ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

იხილე მეტი
სიახლე 

„აიპების“თანამშრომლები ხელფასის მომატებას ითხოვენ

„აიპების“თანამშრომლები დაბალ ხელფასებს უჩივიან. რატომ თვლიან ისინი, რომ ,,ცოცხალ-მკვდრები“ არიან ,,არავის ახსენდება მათი მდგომარება“ . ფოთის მერიასა და საკრებულოში გაზრდილ ხელფასებს მოჰყვება თუ არა ,,აიპებში“ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატება, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი

იხილე მეტი
სიახლე 

პროკურატურისა და რესურსცენტრის ერთობლივი პროექტი

ლექცია-სემინარებისა და ინტელექტუალური შეჯიბრებების პარალელურად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ფოთის რაიონული პროკურატურა და ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრი საჯარო სკოლებში ერთობლივ პროექტებს აგრძელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ევროკავშირის კინოფესტივალი 2015 დაიწყო

ევროკავშირის კინოფესტივალი 2015 დაიწყო. 20 თებერვალიდან 1 მარტამდე საქართველოს 5 ქალაქში, ევროკავშირის ინიციატივით, კინოსეანსები ყოველდღიურად გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელები საზღვაო ვაგზლის შენობის შესაძლო დემონტაჟს აპროტესტებენ

დაანონსებული საპროტესტო აქცია და ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან შეკრებილი 200-მდე ადამიანი. საზოგადოებრივი აზრის დარბაზის წევრები და რიგითი მოქალაქეები საზღვაო ვაგზლის დანგრევის შესახებ საკითხის გადახედვას ითხოვენ.

იხილე მეტი

„კოლხეთის\’ და „ტორპედოს“ ტრანსლირება „მეცხრე ტალღის“ ეთერით 23 02 2015

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე წრის თამაშები დაიწყო. ფოთის „კოლხეთი“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა. მატჩის პირდაპირი ტრანსლირება სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ“მოახდინა.

იხილე მეტი