სიახლე 

გეზთან მისასვლელი გზა ისევ გადაკეტილი იყო

საპროტესტო აქცია სოციალურად დაუცველებმა მოაწყვეს, ისინი ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში უნებართვოდ არიან შეჭრილები. აქციის მონაწილები ელექტროენერგიის მიწოდებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ რამდენიმე თვეა გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

იხილე მეტი

გართობისა და დასვენების ცენტრი

გეგიძის 28 ნომერში გართობისა და დასვენების ცენტრი გაიხსნა. მყუდრო და სასიამოვნო გარემო, პიცერია ,,ვერონა“-ს 18 დასახელების იტალური პიცა, სხვადასხვა სახის კოქტეილები და მაღალხარისხიანი ალკოჰოლური სასმელები, ბილიარდკლუბი, ფიტნესი მანდილოსნებისთვის – ეს ყველა ერთ სივრცეშია თამოყრილი. კიდევ თუ რა სიახლეები გელით ახლადგახსნილ გასართობ ცენტრში ამაზე ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი
სიახლე 

რატომ გვინადება საჯარო სამახურებში ხელფასების გაცემა?

საჯარო სამახურებში ხელფასების გაცემა გვიანდება, დღეს ეს ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას’’ რამდენიმე საჯარო მოხელემ მიაწოდა, თუმცა ისინი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობროვი ხელისუფლების პოზიცია ნახეთ „კურსორში’’.

იხილე მეტი
სიახლე 

სოციალურად დაუცველი მამაკაცის ისტორია

ფოთში ახალსოფლის უბანში მცხოვრები ზურაბ გვასალია შესაძლოა უსახლკაროდ დარჩეს. მან დახმარებისთვის სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას’’ მიმართა. რა პირობებში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი მამაკაცი და რას ითხოვს იგი ადგილობრივი მთავრობისგან. ვრცლად ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მომღერალ ეთერ კაკულიას მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება

ფოთის თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის ეთერ კაკულიას მხადასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ბილეთის ფასი 10 ლარს შეადგენს. ვინ მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებაში და როდის გაიმართება იგი, ამას ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.

იხილე მეტი
სიახლე 

დაინგრევა თუ არა საზღვაო ვაგზლის შენობა?

დაინგრევა თუ არა საზღვაო ვაგზლის შენობა, გავრცელებულ ინფორმაციას ფოთის პორტის ადმინისტრაცია არც უარყოფს და არც ადასტურებს. ფოთში მოქმედი საზოგადოებროვი საბჭო კი შენობის შესაძლო დანგრევას უკვე აპროტესტებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ყოფილ პატიმარს დროებითი თავშესაფარი გამოუყვეს

ყოფილ მსჯავრდებულს დროებითი თავშესაფარი ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობაში გამოუყვეს. ციხიდან ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, გათავისუფლებული ალექსანდრე გალოკინი ფოთის მთავრობისგან დახმარებას, ჩვენი ეთერის მეშვეობით, დაახლოებით 2 კვირის მანძილზე ითხოვდა. ღია ცის ქვეშ დარჩენილი სოციალურად დაუცველი მამაკაცი პროტესტის უკიდურესი ზომების მიღებითაც იმუქრებოდა და აცხადებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქს საქმეს სანანებლად გაუხდიდა. ,,კურსორ“-ში რამოდენიმეჯერ გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ, როგორც თავად ამბობს მას დროებითი საცხოვრებელი ფართი გადაეცა.

იხილე მეტი
სიახლე 

63 წლის დევნილი ქალი თავის დაწვით იმუქრება

ფოთში მცხოვრები 63 წლის დევნილი ქალი ისევ თავის დაწვით იმუქრება. საცხოვრებელი ბინის მიღებამდე მან ეს ერთხელ უკვე სცადა. რას ითხოვს ახლა დალი აბურჯანია და რა პოზიცია აქვს საქართველოს დევნილთა სამინისტროს, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის წინ ღორი სეირნობს

საპორტო ქალაქის ,,სახუმარო“ რეალობა, თუ მწვავე პრობლემა? ფოთის თეატრის წინ ღორი სეირნობს. სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟი სკვერებსა და ქუჩებში არხეინად მოხეტიალე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოზადებული მორიგი სიუჟეტი კურსორში.

იხილე მეტი