სიახლე 

თბილისი-ფოთის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ამ დრომდე მცხეთაშია გაჩერებული

თბილისი-ფოთის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი  ამ დრომდე  მცხეთაშია გაჩერებული. დედაქალაქიდან იგი 17 საათსა და 50 წუთზე გამოვიდა. ინფორმაცია „მეცხრე ტალღას’’ რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა.  როგორც მათ უთხრეს, ტექნიკური ხარვეზია და  კიდევ რამდენიმე საათი მოუწევთ  ლოდინი.  ფოთის რკინიგზის სადგურში ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ, უფრო მეტიც  როგორც სატელეფონო საუბარში გვანაცხადეს, მათ მხოლოდ დასავლეთ ზონა ეხებათ. საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსს ტელეფონი გამორთული აქვს, რის გამოც მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

მსგავსი სტატიები