სიახლე 

მოხდა თუ არა ინციდენტი მაჟორიტარი დეპუტატის შვილის მონაწილეობით?

ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რამდენიმე დღის წინ ფოთში ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა. მათივე ინფორმაციით მასში მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა, ფოთის ფინანსური პოლიციის უფროსი დავით ბუკია და ქალაქის მთავარი პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე მონაწილეობდნენ. ფაქტის გადამოწმებას ჩვენი გადამღები ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, ჩვენ დავუკავშირდით ელგუჯა მირგატიას, ვის ინტერვიუზე დაყრდნობითაც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია. იგი ამბობს, რომ ამ ფაქტს თავად არ შესწრებია, თუმცა ეს ინფორმაცია მას თვითმხილველმა მიაწოდა. დღის მეორე ნახევარში ელგუჯა მირგატია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოთის საქალაქო სამმართველოში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც უწყებაში წერია, საქმე აღძრულია სისხლის სამართღლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით-დავით ბუკიას ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე. დაკითხვაზე ხსენებული რესტორნის თანამშრომლებიც იყვნენ დაბარებული. თუმცა დაკითხვიდან გამოსულებმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ ისაუბრეს.

მსგავსი სტატიები