სიახლე 

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა 14 01 2015

თეატრალური სამყარო 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 164 წლის წინ, 1850 წლის 14 იანვარს თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის \”გაყრა\” დაიდგა. რა ისტორია აქვს ფოთის თეატრს, უხუცესი და ახალგარზდა მსახიობების თავლით დანახული დღევანდელი თეტრალური სამყარო. „კურსორი’’ დღეს ფოთის თეტრში იმყოფებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

უცვლელი პრობლემა რომელიც ფოთელებს ყოველ სეზონზე აწუხებს

უცვლელი პრობლემა რომელიც ფოთელებს ყოველ სეზონზე აწუხებს. მოსახლეობის მორიგი პროტესტი თევზის სუნზე და ხელისუფლების პოზიცია კურსორში.

იხილე მეტი
სიახლე 

როდის აშენდება იუსტიციის სახლი შეცვლილი პროექტის მიხედვით?

ფოთის ცენტრში, რუსთაველის რკალზე, წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებული იუსტიციის სახლის მშენებლობა 2 წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროექტმა სახეც იცვალა და ამჟამად მას სხვა სამშენებლო კომპანია ახორციელებს. ვრცლად ჩვენი სპეციალური რეპორტაჟიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი
სიახლე 

საკანონმდებლო ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსში

საკანონბმდებლო ცვლილებები სახელმწიფო საბიუჯეტო კოდექსში . 1 იანვრიდან ახალი კანონი ამოქმედდა. ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი
სიახლე 

რა პირობებში ცხოვრობს ფოთში კანადის მოქალაქე?

რამდენიმე დღეა უცხოელი შუა ხნის მამაკაცი მეთიუ ჩუბროსკი ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიას აფარებს თავს. როგორც ირკვევა ის ღამეს ქალაქის მიტოვებულ შენობებში ათევდა , ბოლო დროს კი ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ფარდულში ცხოვრობს. თვითმხილველების ინფორმაციი იგი არავის ეკონტაქტება და არც არავის ერჩის. ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ რომ შესაძლოა იქ ხანძარი გაჩნდეს, რადგან უცხოელი ფარდულში ცეცხლს ანთებს და ამის გამო აღნიშნული საკითხით დაინტერესება „მეცხრე ტალღას’’ სწორედ ბაზრის ადმინისტრაციამ სთხოვა. იქ მისულ ჩვენს გადამღებ ჯგუფს აღნიშნული პიროვნება ადგილზე დახვდა თუმცა კამერის დანახვისას მან ჩვენს მიმართ აგრესია გამოხატა რის გამოც მისი კადრების გადაღება ვერ მოვახერხეთ. ბაზრის ადმინისტრაცია დახმარებას ითხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში. ლოლუასა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მერსედესის მარკის ტაქსი ფეხით მოსიარულე ასაკოვან ქალს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია მივიდა. ექიმების ინფორმაციით ქვეითად მოსიარულეს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი. 13 იანვარი, 2015

ახლა კი ამინდი. დღეს ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +11 გრადუსი დაფიქსირდა, ღამით იგი +5 +7 გრადუსამდე დაეცემა. ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ფოთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

იხილე მეტი
სიახლე 

„კოლხეთის“ ხელმძღვანელობა მერის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმაურება

საფეხბურთო კლუბ ,,ფოთის კოლხეთის“ ხელმძღვანელობა ქალაქის მერის მხრიდან მათი მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმაურება. როგორია თემურ ბარქაიას პოზიცია და რა მოლოდინი აქვს მას ადგილობრივ მთავრობასთან დადგეგმილი შეხვედრიდან, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ აფასებენ საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები გასულ 2014 წელს?

როგორ აფასებენ საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრები გასულ 2014 წელს. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ თემით დაინტერესდა. თუმცა საკრებულოში მისულ გადამღებ ჯგუფს მათი დიდი ნაწილი ადგილზე არ დახვდა. „კურსორი“ მათ ტელეფონით დაუკავშირდა. გასულ წელს ოპოზიციის ნაწილი უარყოფითად აფასებს, ნაწილი კი მიღწევებზე საუბრობს. მათი შეფასებით გასული 2014 გარდამავალი წელი იყო.

იხილე მეტი