სიახლე 

დღეს ფოთის საგამოფენო დარბაზში შეხვედრა გაიმართა 08 04 22

ფოთის საგამოფენო დარბაზში, რამდენიმე დღეა მხატვარ მაია გერსამიას ნახატების გამოფენა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ფოთის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ მხატვრის შემოქმედებას გაცნობოდნენ, შეერჩიათ სასურველი ნახატი და ორიგინალიდან გადმოხატვა შეესრულებინათ.დღეს გამოფენა მოსწავლე -ახალგაზრდების მიერ შესრულებული ნახატებით დაიხურა . შეხვედრა გაიმართა მხატვარ მაია გერსმიასთანაც, ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფოთში ბრიფინგი მოაწყო 08 04 22

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-ის წევრებმა, ფოთში ბრიფინგი მოაწყვეს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციური პარტია, ფოთში 7ჰა. ტერიტორიის გასხვისებას ეწინააღმდეგება, მათი ინფორმაციით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიას ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის წესით ყიდის, ქალაქს კი შემოსავლის მხოლოდ 35% რჩება. ოპოზიცია მოითხოვს გაუქმდეს აუქციონი და მისი გაყიდვის უფლება ქალაქს მიეცეს, რითაც ადგილიბრივი ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით ისარგებლებს და აღნიშნული თანხა ქალაქის განვითარებას მოხმარდე

იხილე მეტი
სიახლე 

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ,,9 აპრილის ” თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა 11 04 11

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ,,9 აპრილის ” თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმისა და ფოტო მასალების ჩვენება გაიმართა. ლიტერატურული სალონის ,,გულის სამელნე’’-ს წევრებმა , 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე და დამოუკიდებელი საქართველოსთვის, აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია რომ ყოველი წლის 9 აპრილს, საქართველო თავისუფლებისთვის დაღუპულებს მიაგებს პატივს და ამავე დროს აღნიშნავს დღეს, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდა, როგორც 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობაცნობისათბის, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მრავალათასიანი მიტინგი სასტიკად დაარბია, – შემთხვევას, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში, მოსახლეობასთან, საკრებულოს წევრების შეხვედრა გაიმართა 08 04 22

ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის; სოციალურ საკითხთა კომისიის; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის; და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს,რომელზეც მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილის, ზაალ კვინჩიას განცხადებით: აღნიშნული შეხვედრები საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა და შეხვედრაზე ქალაქის ყველა უბნის მცხოვრები მოქალაქები იმყოფებოდნენ, ასევე იგეგმება მათ საცხოვრებელ სახლებში ვიზიტიც პრობლების გაცნობის და მისი აღმოფხვრის მიზნით აღსანიშნავია, რომ როგორც თვითმმართველობის წევრები აცხადებენ,მსგავსი სახის შეხვედრები მოქალაქეებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„ლიბერთი პარტნიორმა“ მოსახლეობასთან შეხვედრები განააახლა 07 04 22

„ლიბერთი პარტნიორმა“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები განაახლა „ლიბერთი პარტნიორის“ შეხვედრები გასული წლის მსგავსად ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელდება. ამჯერად, დასაქმების პროგრმა ქუთაისელებს გააცნეს. დასაქმების უნიკალური შესაძლებლობის შესახებ, ლიბერთი ბანკში შეკრებილებს ნანუკა გეგენავა ესაუბრა. ქუთაისის შემდეგ შეხვედრები ბათუმსა და ზუგდიდშიც გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

უკრაინის მოქალაქეები უფასო სამედიცინო სერვისებით ისარგებლებენ 07 04 22

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკრაინის მოქალაქეები რომლებიც საქართველოში შემოსული არიან 1 თებერვლიდან 15 აპრილამდე , ასევე საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ფოთის განყოფილების უფროსის ნინო ხურციას განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის -შიდსის მკურნალობა მედიკამენტების ჩათვლით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, იმუნიზაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე დიაბეტის მართვა და კოვიდ 19-ის მკურნალობა უფასო იქნება. აღსანიშნავია რომ მოხდება იშვიათი დაავადებების და მუდმივ ჩანაცვლებით თერაპიას დაქვემდებარებული პაციენტების მკურნალობა. უკრაინის მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში რეფერალური მომსახურებაც გაეწევათ .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის სამხატვრო სკოლაში მასტერ კლასები მიმდინარეობს 07 04 22

ფოთში ცნობილი ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე იმყოფება, რომელიც ფოთის სამხატვრო სკოლაში ფოტოგრაფიით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის მასტერ-კლასებს ატარებს. ის დღეს ქალაქ ფოთის კულტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ პროექტში ,, სუბიექტური ობიექტივით“ მონაწილე ქალბატონებს შეხვდა, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამოყვარულო კამერებითა და მობილური ტელეფონებით გადაღებული ფოტოებით, მათი რეალობა გადმოსცეს. აღსანიშნავია რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ,,კულტურის სტრატეგიის’’ პროექტზე მომუშავე ჯგუფებმაც. ღონისძიება ფოტოგრაფიის პროგრამის მხარდაჭრის ფარგლებში ჩატარდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოში მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება იწყება 06 04 22

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება იწყება. ყოველ ხუთშაბათს, 12 საათიდან-16 საათამდე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში , საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის; ოციალურ საკითხთა კომისიის; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის; და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრების შეხვედრა მოქალაქეებთან გაიმართება. შეხვედრის ჩანიშვნა შესაძლებელია სატელეფონო ზარით, ნომერზე: 22 13 86 . პირველი შეხვედრა ხვალ 7 აპრილს ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„ეს ქვეყანა შენია“ 06 04 22

,,ეს ქვეყანა შენია”გადაცემა ნაწილია სამოქალაქო კამპანიისა, რომელიც ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი განათლების, კერძოდ კი სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. პროექტს რომელსაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა, ახორციელებს კონსორციუმ კონდრად ადენაურერის ფონდის ხელმძვანელობითა და ევროკავშირის მხარდაჭერითდღევანდელი გადაცემა, სამოქალაქო აქტივიზმსა და მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბარს დაეთმობა,სწორედ ამიტომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია: სამოქალაქო აქტვისტი,პედაგოგი, საქართველოში ქართველ აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის მსურველთა დამხმარე, ლიეტუის რესპუბლიკაში ნინო ქვარცხავა .

იხილე მეტი