სტუდია ვაშინგტონი 22 04 21
სტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი2021 წლის 28 იანვარს გამართულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის , სამეგრელოს კალათბურთის პრეზიდენტის როლანდ გარუჩავას მემორიალური დაფის განთავსების შესახებ ინიციატივა შევიდა. კომისიამ აღნიშნული საკითხი დადებითად ცნო. დღეს 21 აპრილს, 9 აპრილის ხეივანზე, მდებარე კალათბურთის დარბაზის შენობის ფასადზე,საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, სპორტის ოსტატის, საკალათბურთო კლუბ ,,დინამო”-ს ვეტერანი კალათბურთელის, სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის როლანდ გარუჩავას მემორიალური დაფა განთავსდა. მოეწყო დაფის გახსნის ცერემონია და ფილმის ჩვენება, ,,როლანდ გარუჩავას ყოფილ მოსწავლეებსა და ახლანდელ, ახალი თაობებს შორის კალათბურთის თამაში’’ შეგახსნებთ რომ როლანდ გარუჩავა ,სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს…
იხილე მეტისაქართველოში, ბოლო 24 საათში,კორონავირუსით ინფიცირების 1 310 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 299 038-ს20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %-ია.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იმატებს, შესაძლოა გარკვეული ადგილობრივი შეზღუდვების საკითხი დადგეს.როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე, ფართომასშტაბური შეზღუდვები არ იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს 21 აპრილს, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, საბჭო შეიკრიბება, სადაც დამატებითი რეგულაციებისა და ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.~დღეს ჩვენ გვქონდა 1 790 ინფიცირების შემთხვევა და უკვე აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10…
იხილე მეტიდღევანდელი ,,კურსორის’’ სტუმარია : ექსპერტი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი,საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი , დონეცკის ,,ვასილი სტუსის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის” პოლიტოლოგიისა და სახელმნწიფო მმართველობის კათედრის დოქტორანტი: ამირან ხევცურიანი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გვესაუბრება
იხილე მეტიფოთის სამხატვრო სასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში ავარიული იყო,რეაბილიტირდა, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა და უკვე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხატვრო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გრიგოლ ღვანიას ვესაუბრეთ..სამხატვრო სასწავლებლის ისტორიული შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა, მისი ავტორი გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. პროექტი ფონდ “ქართუ”მ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა
იხილე მეტიპირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა.საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპსაც, II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი; რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.შეგახსენებთ,რომ რეგისტრაციის მე2-ე ეტაპი 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდება
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტიფოთში, კუნძული უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, 2019 წელს დაწყო, რომლის პირველი ეტაპიც გზის სავალი ნაწილის სამუშაოებს და გარე განათების მოწყობას გულისხმობდა, აღნიშნული სამუშაოები შპს”უნივერსმალმა” შეასრულა.2020 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი გაგრძელდა, რომელიც საფეხმავლო გზის, სპორტული მოედნებისა და ჯებირის განახლება-გამაგრებას გულისხმობდა, ეს იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე ჩატარდა.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი გადამღები ჯგუფი, ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს იაგო რომანაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც სანაპირო ზოლის მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.შეგახსენებთ, რომ ფოთში, კუნძული უბნის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წლის ივნისში განახლდება.
იხილე მეტიმოქალაქის, გიორგი ფირცხალავას ინიციატივით, ფოთში ველობილიკების შექმნის მოთხოვნით, ონლაინ პეტიცია მომზადდა. მოთხოვნის მთავარი მიზანია : ქალაქში შეიქმნას ველობილიკები,რომელზეც ველომოყვარულები შეძლებენ უსაფრთხო გადაადგილებას. “ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენ მეტად სუფთა და ჯანსაღი გარემო, წყნარი და მშვიდი ქალაქი, გაცილებით ნაკლები საგზაო დატვირთვა, ველო-ტურისტული ქალაქი, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ცხოვრების რეალობა გვექნება”.-აღნიშნულია განცხადებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის მოსახლეობას ვესაუბრეთ, უმრავლესობისთის ქალაქში ველობილიკის არსებობა მისაღებია.აღსანიშნავის,რომ პეტიციას 412 ონლაინ ხელმოწერა სჭირდება,რის შემდეგაც, აღნიშულ საკითხს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.შეგახსნებთ,რომ ხელმოწერა ბმულზე, petition.lsg.ge-ზე შეგიძლიათ.
იხილე მეტიდასრულდა საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის, რომელსაც ჩვენი ქალაქი 14 აპრილიდან მასპინძლობდა,სხვადასხვა რეგიონიდან 150-მდე მოკრივეს შორის 9 ფოთელი მოკრივე სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში.აღნიოშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,კურსორი’’-ის სტუმრები არიან: მოკრივე ტარიელ ბარამია, ბარამია (60კგ) მწვრთნელი ლაშა ოჩიგავა.ხოლო მეორე ბლოკის სტუმრები არიან: მოკრივე: რეზი კაკულია (50კგ) და მწვრთნელი დავით დავითიანი.
იხილე მეტი