დღეს ჰიდროგრაფიულ სამსახურში შეხვედრა გაიმართა 12.02.21

დღეს საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის საკონფერენციო დარბაზში, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა,რომელსაც ფოთის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრისას პანდემიის დროს სკოლების მიერ განხორციელებული ონლაინ პროექტები განიხილეს.მიმდინარე პერიოდში განათლების განყოფილებისთვის მთავარ მიზანს მოსწავლეებში დისტანციური სწავლების წახალისება წარმოადგენდა.სულ ჩატარებული 18 პროექტის საფუძველზე წარმატებული მოსწავლეები და საკოორდინაციო საბჭოს წევრი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.საგანმანათლებლო ცენტრი საქმიანობას პარტნიორ ორგანიზაცია – ,,საბავშვო უნივერსიტეტთან’’ ერთად 2014 წლიდან დღემდე ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

პროტესტი ფოთის მერიასთან 12 02 21

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გამოიღვიძე”” ,ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდა, რა დროსაც ორგანიზაციის დამფუძნებლი ანა იოსავა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.ბრალდებული 1000 ლარით დააჯარიმდა თუმცა ის ჯარიმას უკანონოს უწოდებს და თანხის გადახდას არ პირებს,ორგანიზაციამ პროტესტის ნიშნად დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია -პერფორმანსი მოაწყო.არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გამოიღვიძეს’’ წევრების თქმით,ისინი პერმამენტულად გააგრძელებენ სხვადასხვა სახის აქციებს , მანამ სანამ, მათთვის ხელსაყრელ შედეგებს არ მიიღებენ.

იხილე მეტი

ფოთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 12.02.21

ბოლო 24 საათში საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 507 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 46.რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 53 კოვიდ პაციენტი გადის,..ფოთის ჰოსპიტალში 35 კოვიდპაციენტია მათ შორის 4 მძიმე . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს 37 პაციენტი გადის, მათ შორის 3მძიმე . ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 19 აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში -12 პაციენტია. სენაკი ლაზიკა მედში – 27 .ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 77.ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 12. 02.21.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 13-14 თებერვალს საქართველოში წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლია მოსალოდნელი. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.ფოთში 13 თებერვალს დღისით +7 +9 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +5 +7,მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.14 თებერვალს დღისით +5 +7 გრადუსი,ხოლო ღამით +4 +6 ძირითადად მოღრუბლული დღე და ხანმოკლე წვიმა გველოდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 11.02.21

ბოლო 24 საათში საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 577 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 24.რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 47 კოვიდ პაციენტი გადის,..ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია მათ შორის მძიმე 5 . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 36 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 19 აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 12პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 27 პაციენტიA.ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 72 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 71.ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

კლუბ “ნანა” – ს სატურნირო დარბაზში ფოთის ჩემპიონატი იმართება. 11.02.21

10 დან 16 თებერვლამდე საჭადრაკო კლუბ “ნანა” – ს სატურნირო დარბაზში ფოთის ჩემპიონატი იმართება,რომელშიც 50 მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.ჩემპიონატი  7, 11 და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში მოეწყო.საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები  მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.ტურნირი ჯანდაცვის  სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში უმუშევართა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 11 02 21

საქართველოში კოვიდ პანდემიამ უმუშევართა რაოდენობა მკვეთრად გაზარდა. საქსტატის მონაცემებით 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევართა რაოდენობამ 12 % შეადგინა.უსამსახუროდ დარჩენილთა უმრავლესობა სარესტორნო და გასართობ სექტორში იყო დასაქმებული.ვეცადეთ გაგვერკვია რა მდომარეობა იყო ამხრივ ქალაქში და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის მოსახლეობას გაესაუბრა . როგორც ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ფოთელების  დიდი ნაწილი შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე დარჩა,დაკარგეს სამსახურები,გააუქმეს მცირე ბიზნესები და შესაბამისად  უმეშოვრობის დონემ ქალაქში  საგრძნობლად იმატა.

იხილე მეტი
სიახლე 

სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,გამოიღვიძე”-ს დამფუძნებელი 1000 ლარით დააჯარიმა 11 02 21

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,გამოიღვიძეს”” დამფუძნებლის ანა იოსავას სასამართლო პროცესი გაიმართა ორჯერ გადადებული პროცესის შემდეგ  ბრალდებული 1000 ლარით დააჯარიმეს.   იოსავა  ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებს და გაასაჩივრებას გეგმავს.შეგახსენებთ ,რომ ორგანიზაცია,ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდა, რა დროსაც  ანა იოსავა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.ხვალ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გამოიღვიძე” დამფუძნებლის ორგანიზებით ,ფოთის მერიაასთან აქცია პერფომანს აანონსებს.

იხილე მეტი