სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 16 09 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 17 სექტემბერს მოსალოდნელია დღისით მოწმენდილი ცა ღამით მოღრუბლული ამინდი შესაძლებელია მცირე წვიმაც ჰაერის ტემპერატურა დღისით: +27 ° +29°; ღამით: +21° +23° იქნება. 18 სექტემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა . დრო გამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +21° +23°. 19 სექტემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +26° ; ღამით: +21° +23°

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 5 ახალი პაციენტია მოთავსებული 16 09 20

ფოთის ჰოსპიტალში, რესპირატორული სიმპტომებით 5 პაციენტი მოათავსეს. ისინი ფოთიდან და ლანჩხუთიდან არიან. მათი ბიოლოგიური მასალის გამოკვლევის პსუხები, გვიან ღამით გახდება ცნობილი. „ცხელებიანი პაციენტი გვყავს ხუთი: 6, 17, 17, 18 წლის პაციენტები ფოთიდან და 39 წლის ქალი ლანჩხუთიდან. ხუთივე მოთავსებულია ბოქსირებულ, იზოლირებულ პალატებში. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციურში პისიარ კვლევისთვის, ველოდებით პასუხებს“_ განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბოქსირებულში მთავსებულ ერთერთ პაციენტს, რომელიც 112-ის ბრიგადამ ოზურგეთიდან ჩამოიყვანა, პისიარკვლევით კოვიდ-19 დაუდგინდა. ის ქობულეთის ცხელების კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 9 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება 16 09 20

ფოთში გზების ავარიული მდგომარეობა მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს, საუკუნის პროექტად წოდებული კანალიზაციისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ტაჰალ გრუპის“ მიმართ პრეტენზიებიც არაერთხელ გაჟღერებულა. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ 9 ქუჩაზე, სადაც კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში 3 კმ-იან გზის მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა. პარალელურად, ფოთში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4 ქუჩაზე 7 კმ გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რისთვისაც 8მილიონ 285ათას…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბი „ნანა“ საერთაშორისო გუნდური ონლაინ ტურნირის ლიდერია 15 09 20

საერთაშორისო გუნდური ონლაინ ტურნირის ” ჩემპიონთა ლიგა -2020″ პირველი ტურის მატჩში ფოთის საჭადრაკო კლუბმა “ნანა”-მ გამანადგურებელი ანგარიშით – 8:2 დაამარცხა ზიმბაბვეს საჭადრაკო კლუბი. მეორე დღეს კი ჩვენი კლუბი სამხრეთ აფრიკელებს დაუპირისპირდა. ფოთელმა მოჭადრაკეებმა მათ შანსიც არ დაუტოვეს და ანგარიშით 14:0 დაამარცხეს. ამ გამარჯვების შემდეგ „ნანა“ საერთაშორისო გუნდური ონლაინ ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა ჩვენმა კლუბმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გოჩა ჩაჩუა, აკაკი ყალიჩავა, დათო კოდუა, დიანა ლომაია, კახაბერ კიზირია, გიორგი გამზარდია და ელენე წოწონავა. ტურნირში 90-მდე გუნდი მონაწილეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საარჩევნო კომისიის წევრები შეარჩიეს 15 09 20

დღეს ჩვენი ჯგუფი ფოთის N70 საარჩევნო ოლქში იმყოფებოდა. კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით 4 სექტემბერს უბნის თავისუფალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა. 26-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 708 განაცხადი შემოვიდა და უკვე 11სექტემბერს საოლქო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის 642 წევრი იქნა რჩეული. რაც თითო უბანზე კომისიის 6-6 თავისუფალ წევრს ნიშნავს. პარტიებიდან წარდგენილ კომისიის წევრთა შესახებ საკითზე იხილეთ სალომე როდონაიას კომენტარი. შეგახსენებთ რომ 2020წლის არჩევნები 31ოქტომბერს ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სტუმრები არიან ცნობილი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია და რეჟისორი თათია სხირტლაძე 15 09 20

“კურსორის” სტუმარები არიან ცნობილი მოადრაკე ნანა ალექსანდრია და კინორეჟისორი თათია სხირტლაძე, რომებიც დოკუმენტური ფილმის- ,,დიდება დედოფალს ” შესახებ გვესაუბრებიან. „დიდება დედოფალს“ არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი. 60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორესფილმი ნათელს ჰფენს ჭადრაკის ტიტულებს მიღმა არსებულ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ინფიცირებული პირის 22კონტაქტს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა 15 09 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული 40 წლისა და 68 წლის მამაკაცები ფოთიდან, 27 წლის გოგო ოზურგეთიდან, 47 წლის მამაკაცი წაღვერიდან და 17 წლის ბიჭი ფოთიდან . მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ და ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან. ფოთში, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ბიჭთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევის შედეგები ცნობილია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიაში 22 ადამიანის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი და არცერთ მათგანს ,,კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა 15 09 20

დღეს ფოთში, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა სადაც, დისტანციური სწავლების მეთოდი გააპროტესტეს. აქვე ისაუბრეს დისტანციური სწავლების უარყოფით გავლენაზე. მონაწილეთა განცხადებით ქალაქში მშვიდი ეპიდ სიტუაციაა და სკოლებშიც ყველა პირობაა იმისთვის რომ სწავლა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდეს. დღევანდელი რეალობა კი ჩაშლილ სასწავლო პროცესს ნიშნავს. შეგახსენებთ რომ თამარ ფაჩულია პარტია ,,თავისუფალი საქართველო”ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ფოთი, ხობი სენაკის საარჩევნო ოლქში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდი „ბილივი“ ახალგაზრდებს პროექტებში მონაწილეობას სთავაზობს 14 09 20

ფონდი ბილივი ახალ საგანმანათლებლო წელს იწყებს და ფოთში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტს სთავაზობს. ფონდი აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების გეგმის ხელშეწყობას და იწყებს ახალგაზრდების მიღებას მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. ახალგაზრდები ტრადიციულად ჩაერთვებიან მრავალფეროვან აქტივობებში და მთელი წლის განმავლობაში შეხვდებიან მოწვეულ სპიკერებსა თუ ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს, რათა გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო თემებზე; ექნებათ საშუალება, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სასურველი მიმართულებით და ჩაერთონ “ბილივის” სოციალურ კამპანიებში.

იხილე მეტი