სიახლე 

გიგა ბოკერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 23 09 20

ურთიერთბრალდებები გაისმის ყოფილ თანაგუნდელებს შორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა საერთო სიასა და პარლამენტში თანამდებობების განაწილების შესახებ, მას დღეს ფოთის, ხობისა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ სპეციალური განცხადებით უპასუხა. მან განაცხადა რომ ისინი ორ პოლუსიანობის წინააღმდეგნი არიან და აუცილებელია ის პოლიტიკა დავამთავროთ, რასაც სააკაშვილი და ივანიშვილი წარმოადგენენ და ყველა ამომრჩეველს მივცეთ თავისი არჩევანის შესაძლებლობა. ივანიშვილს უნდა დღევანდელი უმძიმესი მდგომარეობის შენარჩუნება, სააკაშვილს უნდა წარსულში დაბრუნება და ჩვენ შორის არის უზარმაზარი განსხვავება-განაცხადა გიგა ბოკერიამ

მსგავსი სტატიები