სიახლე 

ფოთის განახლებულ სამშობიარი სახლში, კლინიკა “ბომონდში” უფასო კვლევების კვირეული იწყება 13 07 20

ფოთის განახლებულ სამშობიარო სახლში-ცენტრალურ საავადმყოფო “ბომონდში” , უფასო კვლევების კვირეული იწყება. მოსახლეობას საშუალება ექნება სრულიად უფასოდ მიიღოს მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია. პაციენტებს “კლინიკა ბომონდი”-ს შემდეგი სპეციალისტები მოემსახურებიან: კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, მეან-გინეკოლოგი. აქციის ფარგლებში, პაციენტებს ასევე უფასოდ შეეძლებათ ჩაიტარონ ელექტროკარდიოგრაფია, კარდიოექოსკოპია და სხვა ულტრაბგერითი კვლევები. აუცილებელია წინასწარი ჩაწერა შემდეგ ტელეფონზე: 596 322 322.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 5 პაციენტს კოვიდ 19 არ დაუდგინდა 13 07 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტის კვლევის შედეგები ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ხუთივე მათგანი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებოდა. ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. პაციენტების ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისათვს. ამ დროისთვის უკვე ხუთივე პაციენტი კლინიკიდან გაეწერა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ქუჩები კვლავ დაიტბორა 13 07 20

ფოთში, ძლიერი წვმის შედეგად ქუჩები კვლავ დაიტბორა. წყალი მოსახლეობის დიდი ნაწილის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულში შევიდა, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთებიც დაზიანდა. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით პრობლემა წლებია მოუგვარებელია და მსგავსი სიტუაცია პრაქტიკულად ყოველი წვიმის შემდეგ იქმნება.ფოთის მერიაში განმარტავენ რომ, ყველა წყალსატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო წყლის გადინება ვერ ხერხდება. მერიაში აცხადებენ რომ შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლის რის შემდეგაც ზიანის ანაზღაურება მოხდება.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ნინო გუჯაბიძე 10 07 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა მოსახურების უფროსი სპეციალისტი ნინო გუჯაბიძე.

იხილე მეტი
სიახლე 

ძლიერი წვიმის შედეგად ფოთი დაიტბორა 10 07 20

უხვი ნალექის შედეგად ფოთში პრობლემები შეიქმნა. დაიტბორა ქალაქის ქუჩები, სადაც შეუძლებელი იყო როგორც ფეხით, ასევე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში, რამაც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. დაზარალებულები ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. განსაკუთრებით დაზარალდნენ იმ კორპუსების მაცხოვრებლები, სადაც სახურავების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, წყალმა ბოლო სართულების ბინები მთლიანად დააზიანა.სახურავების რემონტის ტენდერში გამარჯვებულ ფირმაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას მიყენებული ზიანი აუნაზღურდებათ ასევე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჯავახიშვილის ქუჩზე, ე.წ. სასწავლო ცენტრის მაცხოვრებლები, მათი განცხადებით ყოველი წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადიოდა, ამ დილის კოკისპირულმა წვიმამ კი მთლიანად ჩამორეცხა ბინები. ფოთის…

იხილე მეტი
სიახლე 

ქართველი იახტსმენი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობიდან დაბრუნდა 10 07 20

2018 წლის 5 ოქტომბერს ფოთის პორტიდან დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ, იახტა „ჯინჯერით”, ქართველი აფროსანი გიორგი ვადაჭკორია გაემართა. 15 მ-მდე სიგრძის შვედური წარმოების იახტა პორტუგალიაში იქნა შეძენილი. მას 3 კაიუტა გააჩნია, სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ იახტა არ არის სპორტული კლასის, მოყვარულთა შორის რეგატებში ხშირად მონაწილეობდა. დედამიწის გარშემო მოგზაურობისთვის იახტის მომზადება 2017 წლის დეკემბრიდან პორტუგალიაში დაიწყო. საბოლოო ჯამში ზღვაოსნებმა, რუკის მიხედვით 28 000 საზღვაო მილი დაფარეს, თუმცა გიორგი ვადაჭკორიას განცხადებით, ნავის მოძრაობა ქარის მიმართულებაზე იყო დამოკიდებული და ისინი ხშირად იძულებულნი იყვნენ ეგრეთ წოდებული გალსებით, ანუ ზიგზაგურად ემოძრავათ და მათი…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია სინოპტიკოსი მარინა ზარნაძე 10 07 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკოსი მარინა ზარნაძე.

იხილე მეტი
სიახლე 

პატარა ფოთში ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 10 07 20

ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე , სოფელ პატარა ფოთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძროლმა საჭე ვერ დაიმორჩილა , სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი სასრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილი ზურაბ აგუმავა დახმარებას ითხოვს 10 07 20

დევნილი, სოციალურად დაუცველი ზურაბ აგუმავა დახმარებას ითხოვს. ის შვილთან ერთად ქირით გამსახურდიას ქუჩაზე ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, როგორც თავად ამბობს, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება, რადგან ქირის გადახდის საშუალება არა აქვს. ზურაბ აგუმავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს რომ, დევნილთა სამინისტროს და ფოთის მერიას საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით, განცხადებით არაერთხელ მიმართა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის დევნილთა სამსახურის უფროსს , ირაკლი ლეჟავას მივმართეთ.

იხილე მეტი