სიახლე 

ანაკლია განმუხურის საკარანტინე სივრცეში 70 ადამიანი იმყოფება 22 05 20

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 70 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 228 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია 920 მოქალაქეს მოეხსნა. გუშინ, ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 101 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება. რეგიონის მასშტაბით საკომენდანტო საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 პირი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნა 22 05 20

დღეიდან სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა განაახლეს. რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსმა სტომატოლოგიურ კლინიკებზე, რა პრობლემები შექმნა, რამდენად მზად შეხვდნენ ფოთელი სტომატოლოგები დაწესებულ რეგულაციებს და რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. ამ საკითხით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. ასევე უახლოეს დღეებში მუშაობის განახლებას აპიებს კლინიკა სმაილ პლიუსში, რომლის წარმომადგენლის განცხადებით ისინი ტექნიკურად მზად არიან, შესაბამისი დოკუმენტაციაც გაგზავნილი აქვთ და ნებართვას ორშაბათისთვის ელოდებიან შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას ითვალისწინებს სტომატოლოგიური კლინიკებისთვის დაწესებული აკრძალვების მოხსნა მე-4 ეტაპზე განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

სოციალურად დაუცველი გერმანე კაკაჩია დახმარებას ითხოვს 22 05 20

ფოთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 80 წლის პენსიონერი გერმანე კაკაჩია დახმარებას ითხოვს. ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სახლში, რომელიც კეთილმა ადამიანებმა დროებით დაუთმეს. მისი შემოსავლის წყარო პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელიც 60 ლარს შეადგენს. როგორც თვითონ აღნიშნავს, თანხა მედიკამენტებზეც კი არ ყოფნის. აღსნიშნავია, რომ გერმანე კაკაჩია უპოვართა სასადილოს ბენეფიციარია. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ გერმანე კაკაჩიას პრობლემა მათთვის ცნობილია, კორონა ვირუსის დროს მათ სასურსათო დახმარება 2-ჯერ გადაეცათ. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართით და მედიკამენტებით დახმარებას, ამისთვის საჭიროა მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართონ. გერმანე კაკაჩიას განცხადებით მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სამკურანლოდ საჭირო მედიკამენტები არ გააჩნია.

იხილე მეტი

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია გიორგი ხუროშვილი 21 05 20

“კურსორის” სპეციალური გადაცემის სტუმარია ახალი საქართველოს უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ხუროშვილი რომელიც კორონა ვირუსის პანდემიისგან შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრება რამაც გავლენა მოახდინა უნივერსიტეტზე

იხილე მეტი

“კურსორის” სტუმარია ნონა ხუხია 21 05 20

“კურსორის” სპეციალური გადაცემის სტუმარია ასოციაცია “დიოსკურიას” თავმჯდომარე ნონა ხუხია, რომელიც კორონავირუსის პირობებში არასამთვრობო სექტორის მუშაობაზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სილამაზის სალონებმა მუშაობა განაახლეს 21 05 20

სილამაზის სალონებმა და “ესთეტიკ ცენტრებმა” მუშაობა განაახლეს. თუ როგორ იცავენ ისინი დაწესებულ რეგულაციებს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ფოთში ამ საკითხით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. შეგახსენებთ რომ სალონებმა მუშაობა 18 მაისს განაახლეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ 2 პაციენტს COVID-19 არ აღმოაჩნდათ 21 05 20

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ წლისა და ხუთი თვის გოგონას, ასევე, ექვსი თვის ბიჭს ლანჩხუთიდან ,,კოვიდ 19″ არ აღმოაჩნდათ. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. აღენიშნებოდათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომბი მოთავსებულები იყვნენ ბოქსირებულ პალატებში. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ორივე მათგანი უკვე გაეწერა კლინიკიდან. დღეს ასევე მებაჟეების დატესტვის პროცესი დაიწყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუა მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები და ნუ ისარგებლებენ შეზღუდვების მოხსნით რადგან ეს კოვიდისგან თავისუფლებას სულაც არ ნიშნავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 21 05 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 22 მაისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა . დროგამოშვებით წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +27° +29°; ღამით: 17 -19 იქნება 23 მაისს ჩვენი სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვაუდობენ უმეტესად უნალექოდ. ასევე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13 +14 ; ღამით: +11° +13იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულო ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგს აგრძელებს 21 05 20

საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად აგრძელებს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე გაცნობას. 15 ივნსიდან, საქართველოში შიდა ტურიზმი ამოქმედდება. დღეს კუნძულის და მალთაყვის სანაპირო ზოლი მოინახულეს კუნძულის სანაპირო ზოლზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სწრაფ და ეფექტურ ტემპში. რაც შეეხება მალთაყვის სანაპირო ზოლს, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, მიუხედავად იმისა რომ ამ ეტაპზე სანაპიროზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერებულია აუცილებელია სანაპირო შეძლებისდაგვარად მზად იყოს საზღვაო სეზონისთვის.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია ზაზა ინაშვილი 20 05 20

6 წლის წინ, 20 მაისს ფოთის საფეხბურთო კლუბმა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, შარშან კი მძიმე კრიზისში მყოფი გუნდი მესამე ლიგამდე დაქვეითდა,  „კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის „კოლზეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი, რომელიც გუნდში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე, ფინანსურ კრიზისზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება

იხილე მეტი