ფოთელი პატარა დრამერი პანდემიის შემდეგ დიდ კონცერტს გვპირდება 25 05 20
ეს ბიჭუნა ფოთელებისთვის კარგად ნაცნობი დრამერი, საბა გედენიძეა, მისი ვიდეოები ინტერნეტ სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლოს. საბა მხოლოდ 6წლისაა, მისი განსაკუთრებული სიყვარული მუსიკის მიმართ იმან განაპირობა რომ მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. 5წლის იყო როდესაც პირველად დიდ სცენაზე ავიდა და კონცერტი ჩაატარა. რა უარყოფითი გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ პატარა დრამერის შემოქმედებაზე, როგორ ახერხებს ის სახლის პირობებში დაკვრას, დეტალები იხილეთ ჩვენს სიუჟეტში.
როგორც ირაკლი გედენიძე ამბობს, არაერთი გეგმა ჰქონდათ რომელიც, კორონა ვირუსის გამო სამწუხაროდ ჩაეშალათ.
საბა გედენიძე გუშინ 6წლის გახდა. სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა პატარა დრამერს ულოცავს დაბადების დღეს, ლაღ ბავშვობას და შემოქმედებით წარმატებას უსურვებს.