ფოთში სამშობიარო სახლი გაიხსნა 25 05 20
დღეს „ფოთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“ ოფიციალურად გაიხსნა. ის ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და მოსახლეობას უკვე შესაძლებლობა აქვს სამეანო-გინეკოლოგიური, ასევე მრავალპროფილურ ამბულატორული სამედიცინო მომსახურება განახლებულ და რეაბილიტირებულ შენობაში მიიღოს. 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის და ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები.შეგახსენებთ რომ ფოთის სამშობაროსახლი 2019 წელს დაიხურა და ადგილობრივ მოსახლეობას მეზობელი ქალაქების სმშობიარო სახლების მომსახურებით სარგებლობა უწევდათ, რაზეც ფოთელებმა პროტესტი არაერთხელ გამოხატეს.