დღეს ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო. ამის მიზეზად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები და სხდომათა დარბაზის ფართის სიმცირე დასახელდა. მთავარი საკითხი ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ზურაბ ჩაჩუას თანამდებობიდან გადაყენება იყო. აღნიშნულ პოზიციაზე ის სამსონ კუტალიამ ჩაანაცვლა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. საკრებულის თავჯდომარეს განცხადებით ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ ბოლო თვეების განმავლობაში, ხარვეზებით მუშაობდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩაჩუას გადაყენებისა. თავად ზურაბ ჩაჩუა სხდომას არ დასწრებია და მისი პოზიციის დაფიქსირება ვერ მოვახერხეთ .ოპოზიციის შეფასებით ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელიას გუნდის წევრია და მომხდარი სწორედ ამ…
იხილე მეტი