სიახლე 

ზუთხის დაცვის პროგრამის ფარგლებში მონიტორინგი გრძელდება 12 05 20

საქართველოში ზუთხის კონსერვაციის პროექტის ფარგლებში, „ფაუნა ენდ ფლორა ინტერნეშენელის“ წარმომადგენლებს შექმნილი აქვთ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ფოთი-სამტრედიის მონაკვეთზე. მნიშვნელოვანია რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად , რიონზე პატრულირება როგორც დღისით, ასევე ღამის საათებშიც მიმდინარეობს, რისთვისაც მონიტორინგის ჯგუფის წევრებს სპეციალური ნებართვაც გააჩნიათ. პარალელურად არ შეწყვეტილა ზუთხისებრებზე დაკვირვების პროცესიც, რისთვისაც საკონტროლო ჭერები პერიოდულად ხორციელდება. ინტერვიუები 1903 წელს დაარსებული FAUNA & FLORA INTERNATIONAL (FFI) არის ველური ბუნების დაცვის მიზნით შექნმილი უძველესი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც 45 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ორგანიზაციის საქმიანობა ბიომრავალფეროვნების დაცვაზეა მიმართული, რომელიც ჯანსაღ ეკოსისტემებს ემყარება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ მედიკოსებს ვარდები გადასცეს 12 05 20

დღეს ფონდი „ქველმოქმედი 2015“-ის და მოძრაობა „ქალაქის ხმის“ ერთობლივი აქცია ჩატარდა, რომლის მიზანიც სამედიცინო სფეროში დასაქმებული ქალბატონების მიმართ მადლიერების გამოხატვა იყო.

იხილე მეტი

ფოთელი ლეიბორისტი პრემიერმინისტრს შეხვდა 12 05 20

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხორავას განცხადებით ის გუშინ ფოთში მყოფ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას  შეხვდა და ქალაქში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრი კვლავ მწვანე ზონად რჩება 12 05 20

ფოთის ცხელების ცენტრი კვლავ მწვანე ზონად რჩება ამჟამად მიღებულია 5 პაციენტის პასუხი, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ, ორი პაციენტის მასალა კი ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნა

იხილე მეტი

გუშინ ფოთს პრემიერმინისტრი სტუმრობდა 12 05 20

გუშინ  ფოთს საქართველოს პრემიერმინისტრი სტუმრობდა, რომელიც ყოფილი ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის პროცესსაც დაესწრო,    ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით  სამუშაოები  9 თვეში დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

0:00 / 4:18 ონლაინ გაკვეთილები და ტელესკოლა – ალტერნატივა გამოუვალ მდგომარეობაში 12 05 20

კოვიდ 19-ის გამო დისტანციურ რეჟიმზე გადასული საგანმანათლებლო სისტემა და ტელესკოლა, როგორც ალტერნატივა – განათლების დარგის ექსპერტები შექმნილ ვითარებას აფასებენ. მას შემდეგ რაც, მთავრობის გადაწყვეტილებით აკადემიური წელი არ გამოცხადდა, დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი სკოლის მოსაწვლეები არ უნდა დავივიწყოთ, -ამბობს თამარ მოსიაშვილი. ნახეთ ექსპერტების და განათლების მინისტრის მოადგილის შეფასებები სასკოლო განათლების სისტემაში შექმნილი მდგომარეობის და მოსალოდნელი შედეგების შესახებ

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც გამოშვების სტუმარია კესო გელენიძე 11 05 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერი კესო გელენიძე

იხილე მეტი
სიახლე 

საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზუდღვები ნაწილობრივ მოიხსნა 11 05 20

დღეიდან საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა თუმცა ეს არ ეხება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს. რასაც მეპატრონეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ კორონა ვირუსის მიერ შექმნილი სიტვაციით მათ დიდი რაოდენობით ზარალი განიცადეს. და ამ შეზღუდვების გახანგრძლივებამ, შეიძლება მათი გაკონტორებაც გამოიწვიოს. მოვაჭრეთა განცხადებით მათ მერ შემოტანილი სეზონური ფეხსაცმელის და ტანსაცმელის რეალიზაცია ვერ მოახერხე,ს და ვაჭრობის ნებართვის დაგვიანების ყოველი დღე მათ დამატებით ზარალს აყენებს, რადგანაც სეზონურ პროდუქციაზე მოთხოვნა მომავალ წლამდე არ იქნება. ჯერაც უცნობია როდის განახლდება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების ფუნქციონირება. ეს გაურკვევლობა კი მოვაჭრეთათქმით მათ დამატებით პრობლემებს უქმნის

იხილე მეტი
სიახლე 

შაბათ-კვირის მონაცემებით ფოთიდან გაგზავნილი ანალიზების პასუხები უარყოფითია 11 05 20

შაბათ კვირის მონაცემებით, ფოთიდან გაგზავნილი ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია, პაციენტებს კოვიდ 10 არ დაუდასტურდათ თუმცა გამოკვლეული 46 ადამიანიდან 3 შემთხვევა დადასტურდა ანაკლია განმუხურის საკარანტინო სივრცეში, სამივე შემთხვევა უკავშირდება თეთრიწყაროს კლასტერს. ისინი კარანტიში პირველ მაისს იყვნენ გადმოყვანილნი და აქამდე სიცხე ან სხვა კლინიკური სიმპტომები არ აღენშნებოდათ, თუმცა გაწერის წინ ჩაუტარდათ „პისიარ“ ანალიზები და სწორედ მაშინ დაუდასტურდათ ვირუსი. პაციენტები რუხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად სულ 4 კოვიდინფიცირებული იმყოფება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 11 05 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 12მაისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22° +24°; ღამით: 16 -18 იქნება 13მაისს ჩვენი სინოპტიკოსები მოწმენდილ ცას. დღის დასაწყისში მოღრუბლულ ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +17 +19 ; ღამით: +13° +15 იქნება. 14მაისს მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10მწ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16°+18° ; ღამით +13° +15° იქნება.

იხილე მეტი