სიახლე 

ფოთელი ბიომეურნე მიწის რეგისტრაციაში დახმარებას ითხოვს 13 05 20

მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე” წარადგინა. პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.სწორედ ეს ბოლო პუნქტი გახდა შემაფერხებელი ბარიერი ფოთში შექმნილი ბიომეურნეობისთვის, რომელიც მალთაყვის ტერიტორიაზე 26 წელია ფუნქციონირებს. მას სათავეში აგრონომიულ მეცნიერებათა დოქტორები ვიოლეტა კუცია და ოთარ ქირია უდგანან, რომლებმაც ურთულეს პერიოდებში შეძლეს მეურნეობის არამარტო შენარჩუნება, არამედ უამრავი კაპიტალური თუ სეზონური სამუშაოების ჩატარება, სათბურების მოწყობა და მრავალი პროექტის განხორციელება. თუმცა ამ ხნის განმავლობაში წარმატებულ ბიომეურნეებს მიწის დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემები განვითარებაში მრავალ ბარიერს უქმნის და სავარაუდოდ ვერც ამ ახალ პროექტში შესძლებენ მონაწილეობის მიღებას.ოთარ ქირია უკან დახევას არ აპირებს და იმედს იტოვებს რომ მიწის იჯარის საკითხი მოგვარდება

მსგავსი სტატიები