სიახლე 

ფოთელ პაციენტებს კორონავირუსი კვლავ არ დაუდასტურდათ 13 05 20

ფოთელ ორ პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ორივე მათგანი კლინიკიდან გაეწერა. ამ დროისთვის ცხელების ცენტრში შემოყვანილია სამი ახალი პაციენტი მათ მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი უკვე გაიტესტნენ და სამივე ანალიზი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. პასუხები გვიან ღამით , ან ხვალ გახდება ცნობილი, რეგიონის მასშტაბით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 12 პირია, ხოლო თვითიზოლაციაში 176 . თვითიზოლაცია კი 913 მოქალაქეს მოეხსნა. 52 ნიმუშიდან, რომლის გამოკვლევაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდა, ყველა პასუხი არის უარყოფითია. საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმებულ იქნა – 1 პირი

მსგავსი სტატიები