სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში 14 პაციენტი იმყოფება 21 04 20

,,ფოთის ცხელების ცენტრში მოთვსებული 14 პაციენტიდან, 5  ერთი ოჯახის წევრია, ისინი ოზურგეთიდან არიან. ჩვენს კლინიკაში იმყოფება ცოლ- ქმარი აფხაზეთიდან, გვყავს პაციენტები როგორც ოზურგეთიდან, ისე ლანჩხუთიდან, კერძოდ გრიგოლეთიდან. ყველაზე უმცროსი, 8 თვის გოგონაა ფოთიდან. 3 პაციენტის ანალიზი უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხს დღეს ველოდებით, 11 ბიოლოგიური მასალა კი ხვალ დილით გაიგზავნება.-” განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

იხილე მეტი
სიახლე 

სახელმწიფომ ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის 5 200 000 ლარი გამოყო 21 04 20

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი გამოიყო. პროგრამის მიზანი არასაფურაჟე ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებაა. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებული იქნება პირველი ხარისხის ერთი 50 კგ-იან ტომარა ფქვილი არაუმეტეს 51 ლარად გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სუბსიდიის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოლკლორის ცენტრის აქციაში ფოთელებიც ჩაერთვნენ 21 04 20

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისან გამომდინარე საქართველოს მასშტაბით ყველა სახელოვნებიო სასწავლებლებს და ცენტრებს  შეწყვეტილი აქვთ საქმიანობა. ამ პირობებში საქართველოს ფოლკლორის ცენტრმა დაიწყო ეგრეთწოდებული ჩელენჯი-გამოწვევა სახელწოდებით  „ფოლკლორი შენთვის“, რაც გულისხმობს ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის გამოწვევას, ვიდეოების ჩაწერას და სოციალურ ქსელში ატვირთვას . აქციის მიზანი მოსახლეობაში  დადებითი განწყობის შექმნაა. ფოთიდან გამოწვევას ხელოვნების ქურუმის, ფოთის საპატიო მოქალაქის, იროდი ტიკარქაძის ოჯახი შეუერთდა. პირველ ეტაპზე აქციაში საოჯახო ანსამბლები არიან წარმოდგენილი

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლია განმუხურის კარანტინში 36 პირი იმყოფება 21 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, გუშინ სამეგრელოდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. მისივე განმარტებით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 ადამიანი იმყოფება, ხოლო რეგიონი თვითიზოლაციას 174 პირი გადის, ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 837 მოქალაქეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ ძალოსან ირაკლი ჭანტურიაზე გერმანულმა “Emder Zeitung”-მა სიუჟეტი მოამზადა 20 04 20

გთავაზობთ გერმანული “Emder Zeitung”-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ჩვენს თანაქალაქელ, ძალოსნურ სამჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ირაკლი ჭანტურიაზე, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და კორონავირუსის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო ვარჯიშს სახლში აგრძელებს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში 9 ახალი პაციენტი იმყოფება 20 04 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების ცენტრში 9 პაციენტი იმყოფება. 38 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 50 წლის მამაკაცი ფოთიდან, 83 წლის ქალი ლანჩხუთიდან, 29 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან, 32 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 67 წლის მამაკაცი განმუხურის საკარანტინო ზონიდან, 33 წლის ქალი ზუგდიდიდან,51 წლის მამაკაცი ფოთიდან და 3 წლის გოგონა ლანჩხუთიდან. მისივე თქმით ყველას ცხელება, ყელის ტკივილი და ხველა აღენიშნებათ და ამჟამად მიმდინარეობს ტესტირების პროცესი.

იხილე მეტი