სტუდია ვაშინგტონი 16 01 20
„სტუდია ვაშინგტონი“ -ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი .
იხილე მეტი„სტუდია ვაშინგტონი“ -ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი .
იხილე მეტიფოთში მელიორაციის სამსახური შეიქმნა. მისი მიზანი: ქალაქის უბნების დატბორვის თავიდან აცილება, დაჭაობებული უბნების დაშრობა, ხელოვნური წყალსატევების, წყალმიმღებების, სატუმბი სადგურების რეგულირება, მუნიციპალიტეტის სანიაღვრეებზე და სამელიორაციო სისტემებზე ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, ნორმების დაცვა და ზედამხედველობაა. ალექსანდრე მოწერელია მელიორაციის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. მან მელიორაციის კუთხით ფოთში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა, სპეციალისტებისგან სფეროში არსებული ვითარება მოისმინა და სამსახურის გეგმებს ფოთის მერთან და მის პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო.
იხილე მეტიქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილესთან მამუკა პაპასკირთან ერთად, ახალი წლის დადგომა მიულოცა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიარებს და მათ ტკბილეული გადასცეს.
იხილე მეტიფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება,პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა, მოხდა სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით დაფინანსდა. ამჯერად გამოცხადებულია ტენდერი პროექტის მეორე ეტაპის განსახორციელებლად. მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. ფოთში მყოფმა სახელმწიფო რწმუნებულმა არქიტექტორებთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა ფოთის სამი საკვანძო ქუჩის სრული რეაბილიტაციის საკითხზე. მთავრობის განკარგულების…
იხილე მეტიფოთში ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან კონცერტი გაიმართა, სადაც ფოთის სხვადასხვა ბენდი იღებდა მონაწილეობას. მათ მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. აღსანიშნავია რომ კონცერტში მონაწილეობდა 5წლის დრამერი საბა გედენიძე, რომელმაც საოცარი შოუ მოუწყო დამსწრეებს და დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.
იხილე მეტი„სტუდია ვაშინგტონი“ -ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიფოთის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კონკურსი „ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე“ გაიმართა,სადაც მონაწილეობა კოლეჯი ,,ფაზისმა”, საჯარო და კერძო სკოლებმა მიიღეს. ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა სამ ნომინაციაში გამარჯვებული ექვსი ნაძვის ხე, კერძოდ: ,,ყველაზე მხიარული ნაძვის ხე“ -პირველი საჯარო სკოლა ,,წლის საუკეთესო დიზაინი’’- მე-2 საჯარო სკოლა, მე-5 საჯარო სკოლა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა ,,წლის მიგნება-აღმოჩენა’’- მე-7 საჯარო სკოლა და მე-12 საჯარო სკოლა. კონკურსში სულ 15 ნაძვის ხე იყო წარმოდგენილი.
იხილე მეტისამოქალაქო მოძრაობა ,, ქალაქის ხმის“ ინიციატივით და ფოთის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მას ქალაქის რამდენიმე ორგანიზაციაც შეურთდა. აქციის მონაწილეები 12საათზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეიკრიბნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისკენ გაემართნენ. აქცია მალთაყვაში ე.წ გეოლოგთა სასტუმროში მცხოვრებ ოჯახებთან სტუმრობით დაიწყო, რის შემდგომაც მათ უპოვართა სასადილოს ბენეფიციარები, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელები მოინახულეს. შემდგომ აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და შეჭირვებულ ოჯახებს ესტუმრნენ, მათ სასურსათო პაკეტები გადასცეს. აქციის მონაწილეებმა 80ზე მეტ ოჯახს გაუწიეს დახმარება.
იხილე მეტი„სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიგადაცემა “ამქალაქური ამბები” ფოთი გადაცემის სტუმარია ცნობილი ბარდი, ამჟამად შეერთებულ შტატებში მცხოვრები თემურ ცაგურია
იხილე მეტი